როგორ დავამარცხოთ შეშუპება და სიმძიმე? - ნატა გაგუას დეტოქს-წვნიანის რეცეპტი
ჩვენი სხეული ბუნებრივად გადადის ენერგიის კონსერვაციის რეჟიმში. ამას ემატება სადღესასწაულო სუფრები, რაც საბოლოოდ „მეტაბოლური საცობებით“, სახის შეშუპებითა და სიმძიმის შეგრძნებით სრულდება.
ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა, გვიზიარებს გამოსავალს: დახვეწილ ფრანგულ წვნიანს - თეთრ ველუტეს (Velouté), რომელიც არა მხოლოდ კერძი, არამედ ნამდვილი სამკურნალო ელექსირია თქვენი ორგანიზმისთვის.
რატომ გვიშუპდება სახე სადღესასწაულო დღეების შემდეგ? ტრადიციული სუფრა მდიდარია ნატრიუმით (მარილით), რაც სისხლში ზრდის ოსმოსურ წნევას და „აიძულებს“ უჯრედებს, შეაკავონ სითხე. შედეგი? შეშუპება და დაღლილი იერი.
ნატა გაგუას გადაწყვეტა ნატრიუმ-კალიუმის ბალანსის აღდგენაა. კალიუმით მდიდარი ინგრედიენტები ბუნებრივად „დევნიან“ ჭარბ სითხეს და სხეულს სიმსუბუქეს უბრუნებენ.
თეთრი ველუტეს რეცეპტი (6 პერსონაზე)
ამ კერძის საიდუმლო ფრანგულ ტექნიკაშია: Sweating (ბოსტნეულის მოშუშვა ფერის შეუცვლელად) და Bouquet Garni (არომატული თაიგული), რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ აბრეშუმისებრი ტექსტურა ნაღების გამოყენების გარეშე.
ინგრედიენტები:
- ბაზასითხე და ემულსიასანელებლები (Bouquet Garni)
- ნიახურის ძირი – 800
- ცერეცოს ბოლქვი – 300 გრ (ბუნებრივი სპაზმოლიტიკი, ხსნის შებერილობას).
- პრასი – 250 გრ (მხოლოდ თეთრი ნაწილი, პრებიოტიკების წყარო).
- მწვანე ვაშლი – 150 გრ (ბალანსისთვის).
- ნიორი – 3 კბილი.
სითხე და ემულსია:
- ბოსტნეულის ბულიონი – 1.5 ლ.
- ზეითუნის ზეთი – 45 მლ.
- ქოქოსის რძე – 100 მლ.
- ლიმონის წვენი – 20 მლ.
სანელებლები (Bouquet Garni):
დაფნა, ბეგქონდარა, ოხრახუშის ღეროები, ქინძის თესლი (მარლაში გახვეული).
მომზადების ტექნოლოგია:
- მომზადება: ნიახურის ძირი დაჭერით კუბებად და მოათავსეთ ლიმონიან წყალში, რომ ფერი შეინარჩუნოს (თეთრი სუპი). პრასი დაჭერით ნახევარმთვარისებრად და გულმოდგინედ გარეცხეთ.
- მოშუშვა: სქელძირიან ქვაბში, დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ პრასი, ცერეცო და ნიორი ზეითუნის ზეთში. მთავარი წესი: ბოსტნეული უნდა დარბილდეს, მაგრამ არ უნდა გაყავისფრდეს!
- დაამატეთ ნიახურის ძირი და ვაშლი. დაასხით ცხელი ბულიონი და ჩაუშვით Bouquet Garni (სანელებლების თაიგული). ხარშეთ 25-30 წუთი.
- ემულსიფიკაცია: ამოიღეთ სანელებლების თაიგული. მასა დააბლენდერეთ მაღალი სიჩქარით გლუვი ტექსტურის მიღებამდე. დაამატეთ ქოქოსის რძე.
რჩევა: იდეალური ტექსტურისთვის გაატარეთ საცერში. სერვირებათეფში უნდა იყოს ტილო.
თეთრ ველუტეს ვაფორმებთ სამი შრით:
- ზურმუხტისფერი ზეთი: (დაბლენდერებული და გაწურული მწვანილი + ზეთი) – მოასხით წვეთებად კონტრასტისთვის.
- წვრილად დაჭრილი, ლიმონში დამარინადებული უმი ვაშლი და ნიახური – Al dente ეფექტისთვის.
- მოხალული ნიგოზი: ხრაშუნა ტექსტურისთვის.
შენიშვნა: კერძი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და ვიტამინ K-ს. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ადამიანებმა და მათ, ვინც იღებს ვარფარინს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.