რომელი პროდუქტები გვეხმარება დნმ-ის, გენური საუნჯის დაცვაში? - რას ამბობს მარი მალაზონია
რომელი პროდუქტები გვეხმარება დნმ-ის დაცვაში? ამის შესახებ ექიმმა ნუტრიციოლოგმა, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მარი მალაზონიამ გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა. გადაცემის მთავარი თემა საშვილოსნოს ყელის კიბო იყო, რომლის ფარგლებშიც ექიიმა ყურადღება გაამახვილა პროდუქტებზე, რომლებიც ონკორისკებისგან გვიცავენ და ამ პროცესში უჯრედის და გენომის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ასეთ შემთხვევაში უჯრედის დაცვა, დნმ-ის დაცვა, ჩვენი მთავარი გენური საუნჯის დაცვა - ამაში ძალიან გვეხმარება ფოლატები. თქვენ გახსოვთ ფოლიუმის მჟავა, რომელსაც ჩასახვამდეც, ორსულობის პერიოდშიც ურჩევენ ხოლმე მედიკოსები ქალბატონებს. ახლა უკვე არამარტო ქალბატონებს, პოტენციურ მშბლებსაც. რატომ? იმიტომ რომ უჯრედების დაცვა ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ონკოლოგიური პრობლემების შემთხვევაში" - ამბობს მარი მალაზონია, რომელიც დნმ-იდ დაცვისთვის კონკრეტულ პროდუქტებსა და ვიტამინებს ასახელებს...განაგრძეთ კითხვა