ენერგია და მინიმუმ 4-საათიანი დანაყრება - რატომ უნდა სცადოთ ისპანახის ბლინი და რას გვირჩევს ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი?
ხშირად ჯანსაღი კვება ასოცირდება ერთფეროვნებასთან, თუმცა ექიმ-ნუტრიციოლოგ ნატა გაგუას ეს რეცეპტი საპირისპიროს ამტკიცებს. ეს არის "ზურმუხტისფერი" საუზმე, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად არის მომხიბვლელი, არამედ მეცნიერულად დაბალანსებული შემადგენლობა აქვს თქვენი ორგანიზმისთვის.
რატომ არის ეს ბლინი განსაკუთრებული? პასუხი მარტივია: სტაბილური ენერგია და მინიმუმ 4-საათიანი დანაყრების შეგრძნება.
თითოეულ ინგრედიენტს ამ რეცეპტში თავისი ფუნქცია აქვს:
- 100გ ისპანახი – თქვენი მიკრობიომის (ნაწლავური ფლორის) საუკეთესო მეგობარი.
- 100გ ბერძნული იოგურტი – ის ბლინს აძლევს კრემოვან სტრუქტურას და დამატებით პროტეინს.
- 40გ დაფქული შვრია – ეს არის ე.წ. „ნელი“ ნახშირწყალი, რომელიც ენერგიას თანაბრად ანაწილებს და სისხლში შაქრის მკვეთრ ნახტომებს გამორიცხავს.
- 2 კვერცხი – შეიცავს ქოლინს ტვინის ჯანსაღი მუშაობისთვის და ხარისხიან ცილას კუნთებისთვის.
მომზადების წესი:
ბლენდერში ჯერ ისპანახი და იოგურტი გააერთიანე - მიიღე ზურმუხტისფერი მასა. დაამატე დანარჩენი ინგრედიენტები. დააცადე 10 წუთი! ეს დრო სჭირდება შვრიას, რომ ბლინი ჰაეროვანი გახდეს და ტაფაზე არ დაიშალოს. შიგთავსი: რიკოტა, წითელი თევზი და ავოკადო. ეს არის ომეგა-3-ისა და ჯანსაღი ცხიმების „ბომბი“, რომელიც შენს კანსა და ჰორმონალურ სისტემას “დაანაყრებს”. რჩევა:სოდასა და ლიმონის წვენს პირდაპირ ცომში ნუ ჩააყრი. ლიმონი სოდას ბლენდერშივე უნდა შეხვდეს ან ცალკე კოვზზე „გააქტიურდეს“, რომ ბლინი კარგად “ამოვიდეს”.