როგორ მოვამზადოთ შვრია სწორად, რომ მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები არ დავკარგოთ - რას გვირჩევს მარი მალაზონია?
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონიაგადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია"საუბრობს, როგორ გამოვიყენოთ და მოვამზადოთ შვრია სწორად, რომ მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები არ დავკარგოთ:
- ტირაჟირებულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვრია კალციუმსა და აუცილებელ მინერალებს გვაკარგვინებს და მისი მოხმარება კატეგორიულად არ შეიძლება. მოდი, გავარკვიოთ, ეს მართლა ასეა თუ - არა.
დიახ, შვრიაში არის ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება, მინერალების დაკარგვას ხელი შეუწყოს. მაგრამ, აქ დაკარგული აღმოჩნდება არა მარტო კალციუმი, არამედ მაგნიუმი, თუთია და ნებისმიერი მინერალი, კალციუმთან ერთად. მასში განსაკუთრებული ჯგუფის ნივთიერებაა, რომელსაც ფიტინის მჟავა ჰქვია. უფრო ზოგადად, ფიტატებს ვეძახით ხოლმე. ასეთი ნივთიერებების ერთი ოჯახია, რომელიც კიდევ უფრო დიდ ოჯახში ერთიანდება და მას ანტინუტრიენტები ჰქვია.
ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი ნუტრიენტი ანუ საკვები ნივთიერებაა და დიდი რაოდენობით გვჭირდება. საკვებ რაციონში ასევე მიკრონუტრიენტები გვაქვს. ეს გახლავთ მინერალები, ვიტამინები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ეს ნივთიერებები ენერგიის წყარო არ არის, მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...განაგრძეთ კითხვა