ყველაზე სასარგებლო საკვები ტვინისთვის - Gemrielia.ge

ყველაზე სასარგებლო საკვები ტვინისთვის

იმისთვის რომ ჩვენი სხეულის უმთავრესმა ორგანომ - ტვინმა კარგად იმუშაოს, საჭირო, სასარგებლო და აუცილებელი ელემენტებით უნდა მოვამარაგოთ. რომელ პროდუქტებში ვიპოვით ტვინისთვის საკვებს?

 


გმადლობ, ზღვაო!
როგორც ცნობილია, ტვინი მილიონობით ნეირონისგან შედგება. თუ ორგანიზმში ქოლესტერინის დონე აიწევს, ტვინის ნეირონების მუშაობა შეფერხდება. ეს რომ არ მოხდეს, ომეგა-3-ის შემცველი საკვები უნდა მიიღოთ. ეს ცხიმოვანი მჟავა დიდი რაოდენობით მოიპოვება თევზში. ექიმების აზრით, ყველაზე სასარგებლოა ორაგული, თინუსი და ქაშაყი. თევზეულს არ ჩამორჩება კრევეტი, მიდია, ხამანწკა, რომლებიც ასევე მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, თუთიით, რკინით.

კენკრის კოქტეილი
თითქმის ყველანაირი კენკრა სასარგებლოა ტვინისთვის. ბევრი მათგანი შეიცავს ფლავონოიდებს და ფიზეტინს, რაც კარგი მეხსიერებისთვის აუცილებელია. მოცვი აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას და სასარგებლოა მოძრაობის უნარისა და მოტორიკის დარღვევის დროს. ჟოლო, მაყვალი და სხვა კენკრა სავსეა ანტიოქსიდანტებით. შტოში სისხლძარღვებს ამაგრებს და ტვინი ჟანგბადით უკეთ მარაგდება.

კვერცხი - ტვინის მეგობარი
ასაკტან ერთად ტვინის უჯრედები დაბერებას და კვდომას იწყებენ. ამ პროცესტან ბრზოლაში კვერცხი დაგეხმარებათ. მისი გული შეიცავს ნივთიერებებს, რომელსაც ტვინის უჯრედების საშენ მასალასაც უწოდებენ. ხოლო კიდევ ერთი ნივთიერება - ლუთეინი ინსულტის რისკს ამცირებს. კვერცხის მიღება აუცილებელია დიდი გონებრივი დატვირთვის დროს.

სიტკბო - ჯანმრთელი ტვინისთვის
გლუკოზა - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. მისი ნაკლებობა იწვევს მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას, ნერვულ შფოთვას, სტრესს. ყველა ეს სიმპტომი თან ახლავს მკაცრ დიეტებს. გლუკოზის ყველაზე ჯანსაღი წყაროა ხმელი ხილი, ჩირეული,

მარცვლეული - მეხსიერებისთვის
ფოლის მჟავა, რომელიც შედის შვრიის, ხორბლის, ყავისფერი ბრინჯის, ქერის შემადგენლობაში აძლიერებს სისხლის მიწოდებას ტვინში. ხოლო მათში შემავალი თიამინი (ვიტამინი B1) მეხსიერებას აუმჯობესებს.

ჭკვიანების სასმელი
შავი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით გადაღლილი ტვინისთვის ყველაზე სწორი გამასპინძლებაა. 20-30 გრამი კარგი შავი შოკოლადი გადაღლილ ტვინს ახალი ძალებით აავსებს. მასში შემავალი მაგნიუმი მეხსიერებას აუმჯობესებს, ფლავონოიდები სისხლის მიწოდებას ააქტიურებს, გლუკოზა ტვინს აცოცხლებს და ამშვიდებს. დღეში 1 ჭიქა ცხელი შოკოლადი ტვინის მუშაობას გააქტიურებს და პრობლემებსაც უფრო მარტივად გაუმკლავდებით.

ნუ გამოტოვებთ თხილეულს!
ხშირად ჩართეთ მენიუში ნიგოზი, ნუში, თხილი, არაქისი, ქეშიუ, პეკანი, გოგრის თესლი, მზესუმზირა... ისინი შეიცავენ ომეგა-3 და ომეგა 6 ცხიმმჟავებს, ასევე ფოლის მჟავას