"თუ ძილის წინ საკვების მიღებას ფიქრობთ, არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ ეს პროდუქტები..." - რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე? - Gemrielia.ge

"თუ ძილის წინ საკვების მიღებას ფიქრობთ, არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ ეს პროდუქტები..." - რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე?

ცნობილი ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ძილის წინ კვების მავნე ჩვევებზე საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თეთრი პურის მიღება ღამის საათებში დაუშვებელია.

ექიმი დეტალურად განმარტავს იმ ფიზიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს — დაწყებული ინსულინის მკვეთრი ნახტომიდან, დამთავრებული ძილის ხარისხის დარღვევით. იქვე რეკომენდაციის სახით ის იმ პროდუქტების კომბინაციასაც ასახელებს, რომლებიც შიმშილის გრძნობას უსაფრთხოდ აქრობს და მშვიდ ძილს უზრუნველყოფს.