18-საათიანი დიეტა - სანამ დაიწყებთ, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! - რას გვირჩევს ნუტრიციოლოგი?
წონაში დასაკლებად ე.წ. 18-საათიანი დიეტა საკმაოდ პოპულარული და გავრცელებული მეთოდია. რამდენად მისაღებია ინტერვალური კვება და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში - თემაზე ნუტრიციოლოგი, დიეტოლოგი ნატალია გოგავა გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს:
- ინტერვალური კვების საკმაოდ ბევრი მოდელი არსებობს და ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი პოპულარული 18-საათიანი ინტერვალური კვების მოდელი გახლავთ. ამ სისტემის დროს, გარდა წონის კლებისა, სხვა დადებით ცვლილებებსაც აღნიშნავენ. ეს იქნება, შაქრის დონის დარეგულირება, ანთებითი პროცესებისა და ინსულინრეზისტენტობის შემცირება, კოგნიტური რეაქციების გაუმჯობესება, კონცენტრაციის ზრდა და ასე შემდეგ. მრავალი წელია, ცნობილია და არაერთი კვლევითაა დადგენილი, რომ შიმშილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ამცირებს სიმსივნური უჯრედების განვითარება-გამრავლების რისკს, რადგანაც ორგანიზმის იმუნიტეტი და ადაპტაციური შესაძლებლობები იზრდება. შიმშილის დროს ჩვენს ორგანიზმში აუტოფაგიის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც თვითშთანთქვას, თვითმონელებას ნიშნავს. ეს პროცესი წლების წინ იაპონელმა მეცნიერმა აღწერა და მას ნობელის პრემიაც კი მიენიჭა. აუტოფაგიის დროს უჯრედები იყენებენ იმ უსარგებლო, პათოგენურ ნარჩენებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ტოქსინებისა და შლაკების სახით გროვდება. რაც უფრო დიდი შუალედებით უწევს ადამიანს კვება, მით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს აუტოფაგია.
რა ხდება 18-საათიანი კვების დროს? ამ შემთხვევაში, ადამიანს დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, შესაძლებლობა აქვს, საკვები მხოლოდ 6 საათი მიიღოს. დანარჩენი 18 საათის განმავლობაში საკვებს არ ღებულობს. რაც უფრო მცირეა ეს კვებითი ფანჯარა, ადამიანი იძულებული ხდება, თავისი რაციონიდან 1 და შესაძლებელია, 2 კვებაც კი ამოიღოს...განაგრძეთ კითხვა