"ფოლგას" პროდუქტთან შემხებლობა არ უნდა ჰქონდეს..." - ტოქსიკოლოგის გაფრთხილება და შეცდომა, რომელსაც სამზარეულოში თითქმის ყველა ვუშვებთ - Gemrielia.ge

"ფოლგას" პროდუქტთან შემხებლობა არ უნდა ჰქონდეს..." - ტოქსიკოლოგის გაფრთხილება და შეცდომა, რომელსაც სამზარეულოში თითქმის ყველა ვუშვებთ

ექიმი-ტოქსიკოლოგი, ეკა ქურდაძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რომელ ნივთებს უნდა მოვერიდოთ სამზარეულოში, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ:

- რა თქმა უნდა, დღეს ძალიან კომფორტულია, როდესაც სამზარეულოში პლასტმასზე დამზადებული უამრავი ნივთი გვაქვს, თუმცა გარკვეული საფრთხე არსებობს. ყველაზე კარგი თავდაცვა მაინც ცოდნაა.

ფოლგას გამოვყოფ - თავადაც ხშირად გამომიყენებია, ვიდრე ინფორმაცია მექნებოდა და ამ პროფესიაში წამოვიდოდი. ფოლგის შემთხვევაში, ხშირად ეტიკეტს ყურადღებას არ ვაქცევთ. ხანდახან იმაზეც ვწუწუნებთ, რომ გაურკვევლად და წვრილად წერია.

ფოლგა ალუმინის შემცველია და მითითებულია, რომ ეს გათბობისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება, პრობლემა მხოლოდ ტემპერატურა არ იყოს. წვა ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს. რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე ვიყენებთ გარკვეულ ნივთებს, უფრო მეტად შეიძლება, საზიანო იყოს. წარწერაც აქვს ხოლმე, რომ 100, 150 ან 200 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე არ უნდა გამოვიყენოთ.

ფოლგას პრობლემა აქვს მჟავა პროდუქტებთან. მაგალითად, ლიმონთან, მარინადთან და ხორცისა და თევზის დამარინადებულად შენახვა სასურველი არ არის. ფოლგა გარედან შესაფუთად ძალიან კარგი საშუალებაა. შეგვიძლია, შიგნით, ამომფენად, პერგამენტის ქაღალდი გამოვიყენოთ, რომელიც უფრო უსაფრთხოა. გარედან კი ფოლგით შევფუთოთ. ფოლგას პროდუქტთან შემხებლობა არ უნდა ჰქონდეს...განაგრძეთ კითხვა