შეწყვიტეთ წიწიბურას ჭამა, სანამ ამას არ წაიკითხავთ!
ბევრჯერ გვსმენია, რომ ზოგიერთი პროდუქტი ერთად არ უნდა მივიღოთ. ასეთი ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. თუმცა, მეორეს მხრივ, არსებობს პროდუქტებიც, რომელთა ერთად მიღება მათ სარგებლიანობას აძლიერებს.
მედიკამენტების ინსტრუქციებში ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი პრეპარატი სხვების მოქმედებას აძლიერებს ან ასუსტებს, თუ ერთდროულად მიიღება. მსგავსი რამ ხდება საკვებთანაც — გარკვეული პროდუქტები ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებენ და ორგანიზმი მათგან მეტ სარგებელს იღებს.
თუ გსურთ, რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ნივთიერება მიიღოთ საკვებიდან, მნიშვნელოვანია პროდუქტების სწორად შეხამება. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე კომბინაციას, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურად "მუშაობს" ერთად.
ძროხის ღვიძლი და წითელი ბულგარული წიწაკა
სასარგებლო წყვილი: რკინა და C ვიტამინი
C ვიტამინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს რკინის შეწოვას ორგანიზმში. რკინა აუცილებელია სისხლის წარმოქმნისთვის და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებისთვის. მისი ნაკლებობა ხშირად იწვევს ანემიას, იმუნიტეტის დაქვეითებას და საერთო სისუსტეს.
ძროხის ღვიძლი რკინის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი წყაროა. წითელი ბულგარული წიწაკა კი C ვიტამინით მდიდარი ბოსტნეულია.
გარდა ამისა, ღვიძლი, როგორც ცილოვანი პროდუქტი, ცუდად მოინელება სახამებლიან ბოსტნეულთან ერთად, ამიტომ წითელი წიწაკა მისთვის იდეალური გარნირია.
რჩევა: ამ კომბინაციას შეგიძლიათ დაუმატოთ პომიდორი, ხახვი, ისპანახი, ნიახური ან ბროკოლი — მიიღებთ ძალიან სასარგებლო გარნირს...განაგრძეთ კითხვა