"ქაბაბის მასტერკლასები ჩემი ქმრისგან..." - ცნობილი მსახიობი მაკა ძაგანია დეტალურ ვიდეორეცეპტს გვიზიარებს
მსახიობი მაკა ძაგანია გამომწერებს კულინარიულ მასტერკლასს სთავაზობს. ამჯერად მსახიობმა მეუღლის საფირმო ქაბაბის რეცეპტი გაამჟღავნა და სოციალურ ქსელში დეტალური ვიდეო ინსტრუქცია გამოაქვეყნა.
გთავაზობთ ქაბაბის ვიდეორეცეპტს:
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 კგ შერეული ფარში
- 2 თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- სუნელები: ძირა და ქინძი (გემოვნებით)
- მარილი
- დაფქული წითელი წიწაკა და პილპილი (გემოვნებით)
- კოწახური
- დაბლენდერებული ხახვი (გაითვალისწინეთ, რომ ასეთ ხახვს ფარშის უფრო დიდხანს მოზელა სჭირდება)
მომზადების წესი და მთავარი საიდუმლო:
ქაბაბის მთელი საიდუმლო ორ რამეშია: ფარში აუცილებლად ბევრჯერ უნდა გადაიზილოს და შამფური ოდნავ ფართო, მაგალითად, 2 სმ-იანი უნდა იყოს, რომ ხორცი არ ჩამოვარდეს.
ქაბაბის მომზადებას მინიმუმ 24 საათით ადრე ვიწყებ; ამ დროის განმავლობაში ხორცს, დაახლოებით, 4-5-ჯერ ვზელ. მისი მთავარი ინგრედიენტი კი მარილია. აუცილებელია, რომ შამფური იყოს გრილი, აცმის დროს კი ხელების წყლით დასველება პროცესს აადვილებს. ნაკვერჩხალი უნდა იყოს ძალიან კარგი, ფიცხი და კვასკვასა წითელი.