ჭიანჭველები სახლში - ექსტრემალური სადილისთვის - Gemrielia.ge

ჭიანჭველები სახლში - ექსტრემალური სადილისთვის

გერმანელმა დიზაინერმა ეველინ ბარკლოუმ ფაიფურის ჭურჭელი შექმნა, რომელზეც ჭიანჭველები "დარბიან". მწერები იმდენად რეალურად გამოიყურებიან, რომ თუ სტუმრებს წინასწარ არ გააფრთხილებთ, შესაძლოა მადაც დაუკარგოთ.

დიზაინერს ეს უცნაური იდეა შემთხვევით მოუვიდა თავში, როდესაც ერთხელ ძველი თეფში და მასზე მოსიარულე ჭიანჭველები დაინახა. მწერები მაში ერთდროულად შიშსაც იწვევდნენ და ცნობისმოყვარეობასაც. სწორედ ამ გრძნობების ერთობლიობამ გადააწყვეტინა უჩვეულო კოლექციის შექმნა.
ეველინ ბარკლოუს ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა, რადგან ჭიანჭველებიანი ჭურჭელი Etsy-ზე ელვის სისწრაფით იყიდება.

თქვენ თუ შეიძენდით ასეთ ორიგინალურ ჭურჭელს მხიარული მეგობრული შეკრებებისთვის?


GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA