როგორ მივიღოთ "მარმარილოს" ეფექტი სააღდგომო კვერცხებზე? - საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც საოცარ შედეგს იძლევა
ფუდბლოგერი Natiasfoodblog გამომწერებს სააღდგომო სამზადისს უმარტივებს და კვერცხების შეღებვის კრეატიულ ხრიკს სთავაზობს. მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ინგრედიენტებით „მარმარილოსებური“ ეფექტის მიღება.
როგორც ვიდეოში ჩანს, მთავარი საიდუმლო მცენარეულ ზეთშია. კვერცხი დავზეთოთ ყველა მხრიდან, მოვათავსოთ საღებავიან წყალში და გავაჩეროთ 10 წუთით. იგივე ეფექტი შეგიძლიათ მიიღოთ სხვა ნებისმიერ ფერზეც.