გვირილა თაფლით - ორმაგად სასარგებლო - Gemrielia.ge

გვირილა თაფლით - ორმაგად სასარგებლო


დაასხით 2 ჩაის კოვზ გვირილას 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წუთი. გაწურეთ, დაამატეთ თაფლი. მისი მიღება სასურველი დღეში სამჯერ, ჭამის წინ, 1/3 ჭიქის ოდენობით. ასეტი ჩაი არა მხოლოდ დაგიცავთ გაციებისგან, არამედ მოგიხსნით უძილობას, მიგრენის მსგავს ტკივილს და გააუმჯობესებს გულის მუშაობას.

ხშირად, მოუწესრიგებელი საჭმლის მომნელებელი სისტემის გამო სახეზე გამონაყარი ჩნდება. გვირილის ჩაის უზმოზე მიღებით კუჭის პრობლემები შესამჩნევად მოგვარდება და გამონაყარიც თავისით გაქრება.

გვირილის ნაყენი თაფლით ასევე სასარგებლოა პირის ღრუში გამოსავლებად ანგინის, სტომატიტის დროს. გარდა ამისა, იგი უხდება თმას - ამაგრებს, არბილებს და ბზინვარებას ჰმატებს. დაბანილ თმაზე შეიზილეთ ნაყენი, შეიფუთეთ პირსახოცით და 30 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ 10-12 დღეში ერთხელ - მშრალი თმის შემთხვევაში და 6-7 დღეში ერთხელ ცხიმიანი თმის შემთხვევაში