როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა და ოქროსფერი ახალი კარტოფილი ტაფაზე - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა და ოქროსფერი ახალი კარტოფილი ტაფაზე

გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონი ახალი კარტოფილის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა მისი იდეალურად დაბრაწვა ხშირად გამოწვევაა. ცნობილი ფუდბლოგერი Natiasfoodblog საკუთარ გამომწერებს აპრობირებულ მეთოდს უზიარებს, რომელიც კარტოფილს განსაკუთრებულ სიხრაშუნესა და ოქროსფერ ელფერს სძენს.

  1. ბლოგერი გვირჩევს, რომ ჩვეული წესის ნაცვლად, მომზადების ტექნიკა ოდნავ შევცვალოთ და რამდენიმე ხრიკი გამოვიყენოთ:
  2. გასუფთავებული კარტოფილი დავყაროთ გახურებულ ტაფაზე და დავასხათ ცოტაოდენი წყალი, დავახუროთ თავზე და ვადუღოთ 3-4წთ, შემდეგ მოვხადოთ თავზე და ვაცადოთ რომ სითხე ჩაშრეს.
  3. მოვასხათ ზეთი და დავბრაწოთ კარაქთან ერთად.
  4. უმჯობესია თუ ჩოგანს არ გამოიყენებთ, ასე კარტოფილს არ დააზიანებთ, უბრალოდ ატრიალეთ ტაფაზე ყველა მხრიდან, ასე თანაბრად დაიბრაწება.
  5. ცხიმთან ერთად ვამატებთ მარილს და 1/2 ჩ/კ სიმინდის სახამებელს, ეს აძლევს კარტოფილს სიხრაშუნეს.
  6. კარტოფილი რომ ოქროსფერი გახდება, მოვაყაროთ კამა და ტარხუნა, ასევე სურვილისამებრ ნივრიანი სოუსი და კეტჩუპი ნივრის არომატით, ნიორის გემო ძალიან უხდება ახალ კარტოფილს.