როგორ შევინახოთ ჯონჯოლი ზამთრისთვის? - უმარტივესი მეთოდი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ
ქართული სუფრის ერთ-ერთი გამორჩეული დელიკატესი, ჯონჯოლის მწნილი, ზამთრის მარაგის განუყოფელი ნაწილია. ფუდბლოგერი Maria's Corner თავის გამომწერებს უზიარებს მარტივ და ეფექტურ მეთოდს, თუ როგორ შევინახოთ ჯონჯოლი ისე, რომ მან გემო და სინაზე შეინარჩუნოს.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, აუცილებელია ჯონჯოლის კარგად გარჩევა და გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხვა;
- გარეცხილ მასას უნდა დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 15-20 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ისევ ცივი წყალი უნდა გადავავლოთ;
- მომზადებული ჯონჯოლი მჭიდროდ უნდა მოვათავსოთ ქილაში, დავაყაროთ ორი სუფრის კოვზი მარილი და დავასხათ ახლად ადუღებული წყალი;
- ბოლოს, ქილას მჭიდროდ ვაფარებთ თავსახურს და ვინახავთ გრილ ადგილას.