როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი სადილი 15 წუთში? - ქათმის ფილე ლიმონის სოუსში ნატა გაგუასგან
ცნობილმა ნუტრიციოლოგმა, ნატა გაგუამ, თავის პოპულარულ რუბრიკაში „კულინArtთერაპია“ ახალი, მარტივი და ბალანსირებული ვიდეორეცეპტი გააზიარა. ამჯერად ყურადღების ცენტრში ქათმის ფილეა, რომელიც ლიმონისა და მდოგვის არომატული მარინადით მზადდება:
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე
- 1 ლიმონის ცედრა + წვენი
- 1 ს/კ მდოგვი
- 1 ს/კ ზეთი
- მარილი
სოუსის მომზადება:
მდოგვი, ლიმონის წვენი, ცედრა, ზეთი და მარილი კარგად აურიეთ. ქათმის ფილე ამოავლეთ სოუსში და დატოვეთ 15 წუთით.
მომზადება:
უგლუტენო ფქვილს დაუმატეთ მარილი და წიწაკა. ამოავლეთ ფილე და მოამზადეთ აეროგრილში, სანამ ოქროსფერი და ხრაშუნა არ გახდება.