როგორ გავასუფთავოთ ნიორი მარტივად - ხრიკი, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ! - Gemrielia.ge

როგორ გავასუფთავოთ ნიორი მარტივად - ხრიკი, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ!

ნივრის გაფცქვნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი რაოდენობა გჭირდებათ, არც ისე სასიამოვნო პროცესია. თითები წებოვანი ხდება, კანი კი ხელზე გეკვრებათ და მისი მოშორება რთულია. თუმცა, არსებობს გამოცდილი მეთოდი, რომელიც ამ პროცესს საოცრად ამარტივებს.

გამოიყენეთ მიკროტალღური ღუმელი

ეს ხრიკი განსაკუთრებით მაშინ დაგეხმარებათ, როცა ბევრი ნივრის გაფცქვნა დაგჭირდებათ.

  1. დაშალეთ ნიორი ცალკეულ კბილებად;
  2. მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 10–20 წამით (სიმძლავრის მიხედვით);
  3. გამოიღეთ და თითებით მსუბუქად დააწექით – კანი თავისით, ყოველგვარი წვალების გარეშე „გამოძვრება“.

პატარა რჩევა: თუ ნიორი ძალიან გამომშრალია, შესაძლოა კიდევ 5 წამი დაჭირდეს. თუმცა ფრთხილად იყავით, ზედმეტად არ მოგეხარშოთ.

მნიშვნელოვანი რჩევები:

  1. დაიწყეთ მცირე დროით და საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ რამდენიმე წამი;
  2. ახალი ნიორი უფრო მარტივად იფცქვნება ამ მეთოდით, ვიდრე ძალიან გამომშრალი და ძველი.

გაითვალისწინეთ, რომ სითბური დამუშავება ნიორს სიმძაფრეს უკარგავს. თუ ამზადებთ წვნიანს, სოუსს ან მოთუშულ კერძს, სხვაობას ვერ იგრძნობთ. თუმცა, თუ კერძისთვის ნივრის მკვეთრი და ცხარე გემოა გადამწყვეტი, სჯობს სხვა მეთოდი აირჩიოთ.

თუ მიკროტალღური ღუმელი არ გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ „შენჯღრევის მეთოდი“:

მოათავსეთ ნივრის კბილები ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და ძლიერად შეანჯღრიეთ. ხახუნის შედეგად კანი ნიორს თავისით მოძვრება (ეს მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს დიდ კბილებზე).