რა მივირთვათ მაღალი წნევის დროს? - Gemrielia.ge

რა მივირთვათ მაღალი წნევის დროს?

ჰიპერტენზია ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა, თუმცა სწორად შერჩეულ საკვებს წნევის დარეგულირებაში დიდი დახმარება შეუძლია. ოჰაიოს უნივერსიტეტის დიეტოლოგმა, ანა მარია მერცმა, დაასახელა იდეალური წახემსება, რომელიც გემრიელია და გულისთვისაც სასარგებლოა.

საუკეთესო წახემსების რეცეპტი:

  • ნახევარი ჭიქა ბერძნული იოგურტი (დაბალცხიმიანი და უშაქრო);
  • მეოთხედი ჭიქა ნიგოზი (აუცილებლად მოხალვისა და მარილის გარეშე);
  • მეოთხედი ჭიქა კენკრა ან ახალი ხილი.

რატომ არის ეს კომბინაცია ეფექტური?

kenkra-iogurti-1777548915.jpeg

  • იოგურტი: მდიდარია კალციუმით, ცილით და პრობიოტიკებით.
  • ნიგოზი: შეიცავს ომეგა-3-ს, რომელიც გულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ასევე ვიტამინებს (E, C, A, B ჯგუფი).
  • კენკრა: ანტიოქსიდანტების, კალიუმისა და ვიტამინების (C, K, A) წყაროა. თუ ახალი კენკრა არ გაქვთ, გაყინულიც ისევე სასარგებლოა!

კიდევ რა დაგეხმარებათ წნევის მართვაში?

დიეტოლოგი გვირჩევს, რომ რაციონში შევამციროთ მარილი (ნატრიუმი) და დავამატოთ უჯრედისითა და ცილით მდიდარი პროდუქტები:

  • ავოკადოს ტოსტი (მთლიანი მარცვლის პურით);
  • შვრიის ფაფა წყალზე ან დაბალცხიმიან რძეზე, კენკრასთან ერთად;
  • მთლიანი მარცვლის პური არაქისის კარაქით (უშაქრო და უმარილო);
  • ცოცხალი ბოსტნეული ჰუმუსთან ერთად.

avocado-tosti-1777549011.avif

მავნე ჩვევა, რომელიც გულს აბერებს

ექიმები გვაფრთხილებენ: დილით გაღვიძებისთანავე ნუ დაიწყებთ ნეგატიური ამბების კითხვას ან სამუშაო მეილების შემოწმებას. ეს ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის მატებას იწვევს, რაც ზრდის წნევას და აჩქარებს გულისცემას.

გაუფრთხილდით თავს და დაიწყეთ დღე მშვიდად!