როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ისე, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ? - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ისე, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ?

100 გრამი კარტოფილის საკვები ღირებულება – 77 კკალ კარტოფილის გლიკემიური ინდექსი: შემწვარი – 80; მოხარშული – 70; მუნდირში მოხარშული – 65...

სასარგებლო თვისებები

კარტოფილის ცილები შეიცავენ პრაქტიკულად ყველა ამინომჟავას, რომელიც მცენარეებში გვხვდება, მათ შორის შეუცვლელებს. დღე-ღამის ნორმა – 300 გრამი კარტოფილი, ორგანიზმს უზრუნველყოფს ნახშირწყლებით, კალიუმით და ფოსფორით. 100 გრამი კარტოფილი 20 მგ ჩ ვიტამინს შეიცავს. კარტოფილის შენახვის პერიოდში მასში ჩ ვიტამინის რაოდენობა მცირდება. კარტოფილის უჯრედისი არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს, მოხარშული კარტოფილის ჭამა შეიძლება გასტრიტის და წყლულის გამწვავების პერიოდშიც კი.

კარტოფილი ძირითადად წყაროა ისეთი მარილებისა, როგორებიცაა კალიუმი და ფოსფორი, ასევე ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, გოგირდი და ქლორი. კარტოფილი შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორებიცაა თუთია, ბრომი, სილიციუმი, ბორი, მარგანეცი, იოდი, კობალტი და ა.შ. მინერალური ნივთიერებები კარტოფილში არათანაბრადაა განაწილებული: მისი უმეტესობა ქერქშია, უფრო ნაკლები – შუაგულში, გარე ნაწილში უფრო მეტი, ვიდრე ცენტრში.

კარტოფილის სახამებელი ამცირებს ქოლესტერინის დონეს ღვიძლსა და სისხლის შრატში, ანუ აქვს ანტიათეროსკლეროზული მოქმედება. კარტოფილი შეიცავს ბევრ კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ორგანზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნას (რაც მნიშვნელოვანია თირკმელების დაავადების დროს და სმის მოყვარულთათვის)...განაგრძეთ კითხვა