შეიძლება თუ არა მკვახე ავოკადოს ჭამა და როგორ დავაჩქაროთ მისი დამწიფება?
ავოკადო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ჯანსაღი პროდუქტია, თუმცა ხშირად გვიწევს არჩევანის გაკეთება: ან მაღაზიაში გვხვდება „ქვაზე მაგარი“ ნაყოფი, ან სახლში გაჭრისას აღმოვაჩენთ, რომ ჯერ კიდევ დაუმწიფებელია.
როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

როგორ მივხვდეთ, მწიფეა თუ არა ავოკადო?
- ნაზად დააჭირეთ თითები. თუ ის მაგარია, როგორც ქვა - დაუმწიფებელია. მწიფე ავოკადო ოდნავ უნდა იზნიქებოდეს, მაგრამ არ უნდა იყოს ზედმეტად რბილი (ფაფისებური);
- პოპულარული ჯიში „ჰასი“ მწიფე მდგომარეობაში მუქი ყავისფერი ხდება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ სხვა ჯიშები (მაგ. „რიდი“ ან „პინკერტონი“) დამწიფების შემდეგაც მწვანე რჩება;
- სცადეთ ყუნწის მოძრობა. თუ ის მარტივად არ სცილდება ნაყოფს, ესე იგი ავოკადო ჯერ კიდევ მკვახეა.
უსაფრთხოა თუ არა მკვახე ავოკადოს ჭამა?

დიახ, ეს უსაფრთხოა. მკვახე ავოკადოს მირთმევა ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი არ არის (ორსულებისთვისაც კი), თუმცა მას არ ექნება ის კრემისებრი ტექსტურა და კარაქისებრი გემო, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. პირიქით, შეიძლება ოდნავ მწარე ან „ბალახის“ გემოც კი ჰქონდეს.
როგორ დავაჩქაროთ დამწიფების პროცესი?

ავოკადო გამოყოფს ეთილენს - გაზს, რომელიც ხელს უწყობს მის დამწიფებას. პროცესის დასაჩქარებლად არსებობს ორი გზა:
- მოათავსეთ ავოკადო ქაღალდის პაკეტში ვაშლთან ერთად და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე. ვაშლიც გამოყოფს ეთილენს და 1-2 დღეში ავოკადო დარბილდება;
- გაახვიეთ მთლიანი ავოკადო ფოლგაში და შედგით 90°C-ზე გახურებულ ღუმელში, სანამ არ დარბილდება. ის არ გახდება ისეთივე გემრიელი, როგორც ბუნებრივად დამწიფებული, მაგრამ რბილი ნამდვილად იქნება.
ექსპერტები არ გვირჩევენ მიკროტალღური ღუმელის გამოყენებას, რადგან ნაყოფი არათანაბრად ცხელდება და გემოს კარგავს.
რა ვქნათ, თუ უკვე გავჭერით და მკვახე აღმოჩნდა?

- გაჭრილ ზედაპირს მოასხით ლიმონის წვენი (რომ არ გაშავდეს).
- შეაერთეთ ნახევრები, მჭიდროდ შეახვიეთ საკვებ ცელოფანში.
- შეინახეთ მაცივარში ან ოთახის ტემპერატურაზე - ის დამწიფებას განაგრძობს.
გახსოვდეთ, ავოკადო კალიუმის, უჯრედისისა და ანტიოქსიდანტების საბადოა, რაც ძალიან სასარგებლოა გულისა და წნევის მოსაწესრიგებლად!