საჭმლის კეთება დემენციის რისკისგან იცავს - რა დაადგინეს მეცნიერებმა
იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც სახლში კვირაში ერთხელ მაინც ამზადებენ საჭმელს, დემენციის განვითარების გაცილებით დაბალი რისკის წინაშე დგანან. კვლევის მიხედვით, ასეთ ადამიანებში დემენციის ალბათობა დაახლოებით 30%-ით ნაკლებია მათთან შედარებით, ვინც კერძების მომზადებას იშვიათად მიმართავს.
კვლევის შედეგებზე გამოცემა Good News Network წერს.
მეცნიერები ექვსი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 65 წელს გადაცილებულ 10 978 მონაწილეს. კვლევაში მონაწილეთა ნახევარი ქალი იყო, დაახლოებით 20% — 80 წელზე უფროსი, ხოლო მესამედს 9 წელზე ნაკლები განათლება ჰქონდა მიღებული. მონაწილეთა დაახლოებით 40%-ის წლიური შემოსავალი 12 500 დოლარზე ნაკლები იყო...განაგრძეთ კითხვა