„ამ ჩირში უფრო მეტი რკინაა, ვიდრე საქონლის ან ქათმის ხორცში!“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
ბევრ ჩვენგანს რკინის დეფიციტი აწუხებს და ამ პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც წესი, რაციონში ხორცპროდუქტების დამატებას ვცდილობთ. თუმცა, დიეტოლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ ერთ შეუმჩნეველ, მაგრამ უაღრესად სასარგებლო დელიკატესს - გარგარის ჩირს.
გაგიკვირდებათ და, გარგარის ჩირი რკინის შემცველობით ისეთ პოპულარულ სახეობებსაც კი უსწრებს, როგორიცაა საქონლის, ღორის ან ქათმის ხორცი.
პოლონეთის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, სხვადასხვა სახის ჩირის ანალიზისას გაირკვა, რომ სწორედ გარგარის ჩირი გამოირჩევა რკინისა და მანგანუმის ყველაზე მაღალი კონცენტრაციით.
თუ ციფრებს შევხედავთ, 100 გრამი გარგარის ჩირი დაახლოებით 2.66–დან 3.17 მგ-მდე რკინას შეიცავს. შედარებისთვის: 100 გრამი საქონლის ხორცი 1.58 მგ-ს, ღორის ხორცი – 0.81 მგ-ს, ხოლო ქათმის ხორცი მხოლოდ 0.78 მგ რკინას შეიცავს.
როგორ ავითვისოთ რკინა უკეთესად?

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ჩირში შემავალი რკინა ე.წ. არაჰემური ტიპისაა, რომელიც ორგანიზმში შედარებით რთულად ითვისება, ვიდრე ხორცში არსებული „ჰემური“ რკინა.
თუმცა, ამ პროცესის გაუმჯობესება მარტივად არის შესაძლებელი: თუ გარგარის ჩირს შეუთავსებთ C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებს (მაგალითად: ლიმონის წვენს, კივის ან ჟოლოს), ორგანიზმი მას გაცილებით უფრო ეფექტურად აითვისებს.
ამიერიდან, როდესაც სასარგებლო წახემსებაზე იფიქრებთ, გახსოვდეთ ეს პატარა, ოქროსფერი „სუპერპროდუქტი“!