"ასე ვინახავ ყველს ზამთრისთვის და არასდროს მიფუჭდება" - ელგა ტაბატაძის მეთოდი - Gemrielia.ge

"ასე ვინახავ ყველს ზამთრისთვის და არასდროს მიფუჭდება" - ელგა ტაბატაძის მეთოდი

ფუდბლოგერმა ელგა ტაბატაძემ თავის გამომწერებს გაუზიარა დედისგან ნასწავლი ყველი შენახვის მეთოდი, რომელიც, მისი თქმით, ყველს ზამთრის განმავლობაში სიჯანსაღეს უნარჩუნებს და არ აფუჭებს. ბლოგერმა აღნიშნა, რომ ამ რეცეპტისთვის საჭირო ყველის შეძენა სტეფანწმინდაშია შესაძლებელი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ყველი - 5 კგ
  • წყალი - 5 ლიტრი (ადუღებული და გაგრილებული)
  • მარილი - 1 კგ
  • შაქარი - 5 სუფრის კოვზი
  • ძმარი - 50 გრ
  • შაბი - 1/4 ჩაის კოვზი

მომზადების წესი:

  1. ქვაბში ჩაასხით 5 ლიტრი ადუღებული და გაგრილებული წყალი. დაუმატეთ 1 კგ მარილი და 5 სუფრის კოვზი შაქარი. კარგად მოურიეთ, რომ ინგრედიენტები გაიხსნას.
  2. გაგრილებულ ხსნარს დაუმატეთ 50 გრ ძმარი და 1/4 ჩაის კოვზი შაბი. კვლავ კარგად აურიეთ.
  3. 5 კგ ყველი დაჭერით შესაბამისი ზომის ნაჭრებად.
  4. 10-ლიტრიან შუშის ქილაში ფრთხილად ჩააწყვეთ დაჭრილი ყველის ნაჭრები.
  5. ქილაში ჩაასხით მომზადებული მარილწყალი ისე, რომ ყველი სრულად დაიფაროს და დაახურეთ თავი.