რატომ ვერ იკლებთ წონაში, მიუხედავად იმისა, რომ „ჯანსაღად“ იკვებებით? - მანანა მგალობლიშვილი განმარტებას აკეთებს - Gemrielia.ge

რატომ ვერ იკლებთ წონაში, მიუხედავად იმისა, რომ „ჯანსაღად“ იკვებებით? - მანანა მგალობლიშვილი განმარტებას აკეთებს

ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წონის კლების შესახებ გავრცელებულ შეცდომებზე საუბრობს.

ექიმი ხაზს უსვამს, რომ ყველა ტიპის დიეტის მთავარი და საერთო მიზანი კალორიების შემცირება და ორგანიზმისთვის ნაკლები ენერგიის მიწოდებაა.

მანანა მგალობლიშვილი აფრთხილებს საზოგადოებას, რომ „ჯანსაღად“ მიჩნეული პროდუქტების, მათ შორის ავოკადოს, ხილის, მაწვნისა და იოგურტის უკონტროლო მიღებამ, შესაძლოა, წონის კლების ნაცვლად, საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს.

მისი თქმით, წონის კონტროლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხს, არამედ მის რაოდენობასაც.