როგორ გავუმასპინძლდეთ 5 მეგობარს 40 ლარად? - Gemrielia.ge

როგორ გავუმასპინძლდეთ 5 მეგობარს 40 ლარად?


გადავწყვიტეთ, "ნიკორასთან" ერთად თქვენთვის გაგვეიოლებინა საქმე და დავთვალეთ, როგორ გავუმასპინძლდეთ 5 მეგობარს 40 ლარად ისე, რომ ორიგინალურებიც ვიყოთ, სწრაფად მოვამზადოთ, არ გადავიქანცოთ და თან ჩვენ მიერ შეთავაზებული კერძები სასიამოვნო იყოს.

მართალია, ჩვენ მიერ შერჩეული მენიუ ქართული სამზარეულოდან არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, ორიგინალური და ძალიან გემრიელია.

თანაც, მათი მომზადება მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ და იმის ნაცვლად, რომ საღამო გაზის ქურასთან გაატაროთ, მეგობრებთან გართობას თავადაც შეძლებთ.

თანაც, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩამოთვლილ პროდუქტებს "ნიკორას" სუპერმარკეტებში დაგიჭრიან კიდეც, ამით დროს კიდევ უფრო მეტად დაზოგავთ და ეს ყველაფერი ნამდვილი მიგნება აღმოჩნდება თქვენთვის, თუ დაკავებული ბრძანდებით და სტუმრებს გადაღლილი სამუშაო დღის შემდეგ უნდა უმასპინძლოთ.

მაშ ასე:

ვაკეთებთ კანაპეებს

დაგჭირდებათ:

კანაპე ძეხვით (სალიამი) – 15 ნაჭერი (5 ლ)

კანაპე შაშხით (მანდოლინა) – 15 ნაჭერი (4,95 ლ)

კანაპე შემწვარი სოსისით – 16 ნაჭერი (სოსისი 8 ცალი, 4 ლ)

კანაპე ნედლად შებოლილი ძეხვით "შინკენვურსტი" – 10 ნაჭერი (2.90 ლ)

კანაპე პრესერვით (ქაშაყის ფილე პიკანტურად) – 15 ნაჭერი (4.60 ლ)

პური შავი 2 ცალი (2ლ) და ("მზარეულის" ნაწარმოები თეთრი "ტოსტის" პური 1 ცალი, 1.45 ლ)

ძირითადი ინგრედიენტების გარდა, კანაპეების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი პროდუქტები: კიტრის მწნილი, ლიმონი, სტაფილო, სალათის ფოთოლი (5 ლარი).

ამ ინგრედიენტებით საკმაოდ ბევრი და გემრიელი კანაპეს დამზადებას შეძლებთ. არსებობს მეორე ვარიანტი - ჩამოთვლილი ინგრედიენტების ნაწილით შეგიძლიათ დაამზადოთ კანაპეები და ნაწილით გააკეთოთ პიცა. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ "მზარეულის" ცომი (1 კგ – 4,75 ლ) და ფანტაზია.

სუფრას გაგილამაზებთ ფენოვანი ხაჭაპურები, რომელიც შეგიძლიათ გამზადებული შეიძინოთ, ღუმელში გამოაცხოთ და ცხელ-ცხელი დააგემოვნებინოთ სტუმრებს. 6 ცალი გაყინული ფენოვანი ხაჭაპური – 5,5 ლ.

წყარო: marao.ge