10 სასმელი გაციების საწინააღმდეგოდ - Gemrielia.ge

10 სასმელი გაციების საწინააღმდეგოდ


2. ჟოლოს ჩაი ცაცხვით. მოხარშეთ ჩაი ცაცხვის ხმელი ყვავილებისგან, დაამატეთ ჟოლოს ფოტლები და ხმელი ნაყოფი ან მურაბა. დალიეთ თბილი.

3. ასკილის ჩაი - C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა.3 ს.კ ხმელ დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დატოვეთ თერმოსში მთელი ღამით. მეორე დღეს გაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში ცოტ-ცოტა.

4. შტოშის მორსი - უნიკალური ბაქტერიოციდული თვისებებით ხასიათდება. დაჭყლეტილ ხილს დაამატეთ ცოტა შაქარი, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ.

5. ცხელი რძე მინერალური წყლით. თუ გახველებთ, მოამზადეთ ცხელი რძისა და მინერალური წყლის ნარევი. ის ამოხველებაში დაგეხმარებათ.

6. ნივრიანი რძე- ერთ ღამეში დაგაყენებთ ფეხზე. ცხელ რძეში დაამატეთ 10 წვეთი ნივრის წვენი და დალიეთ ძილის წინ.

7. ჩირის კომპოტი - უამრავჯერ ნაცადი და ცნობილი რეცეპტია. აქვს ორგანიზმის გამაჯანსაღებელი ეფექტი და ასუსტებს გაციების სიმპტომებს. შეურიეთ ერთმანეთს ვაშლის, მსხლის, ქლიავის ჩირი და მოამზადეთ კომპოტი, დაატკბეთ თაფლით, დაამატეთ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი.

8. ჯანჯაფილის ჩაი ლიმონით იმუნიტეტს გაგიძლიერებთ. 1/2 ჩ.კ გახეხილ ჯანჯაფილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. შემდეგ დაამატეთ თაფლი, ლიმონის წვენი, რამდენიმე ფოთოლი პიტნა და დალიეთ.

9. გლინტვეინი შესანიშნავი სასმელია, რომელიც გაგათბობთ და გაციების დროს მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ. უმჯობესია დალიოთ ღამით, მაშინვე ლოგინში ჩაწვეთ და ჩათბეთ.

10. გვირილის ჩაი. გვირილა მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. თაფლთან და ცაცხვთან კომბინაციაში გაციების დროს გამოიყენება. დალიეთ დღეში რამდენჯერმე, მცირე ულუფებით