"ეს არის თქვენი პირადი ახალი წელი და შანსი, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ" - რას მოგვიტანს 14 ივნისის ახალმთვარეობა?
მაისის თვემ თავისი სამი მძლავრი მთვარის ფაზით (მორიელის სავსემთვარეობა, კუროს ახალმთვარეობა და იშვიათი ლურჯი მთვარე) ყველასგან ბევრი რამ მოითხოვა. მთავარი გაკვეთილი წარსულის გაშვება და სიმშვიდის პოვნა იყო. ივნისი კი სრულიად ცვლის თამაშის წესებს!
14 ივნისს, თბილისის დროით 18:53 საათზე, ახალმთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში კულმინაციას მიაღწევს.
ეს მოვლენა უნიკალურია იმით, რომ ეს ახალმთვარეობა არანაირ კავშირს (ასპექტს) არ ამყარებს სხვა პლანეტებთან. ის სრულ კოსმოსურ იზოლაციაში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ენერგია იქნება სუფთა, გაუზავებელი და პირდაპირი. არანაირი კოსმოსური ხმაური! მხოლოდ ტყუპების მთავარი არსი: დუალიზმი, ცნობისმოყვარეობა და იდეა, რომ მონეტას ორი მხარე აქვს.
რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეებში? მეცნიერულად დასაბუთებული რჩევები ასტროლოგებისგან:
შეხედეთ მონეტის მეორე მხარეს: ფსიქოლოგები ამას "კოგნიტურ მოქნილობას" უწოდებენ - უნარს, შეცვალო პერსპექტივა, როცა ახალ ინფორმაციას იღებ. აირჩიეთ სიტუაცია, რომელშიც დარწმუნებული ხართ და სცადეთ საპირისპირო პოზიციის დაცვა. სიმართლე ყოველთვის სადღაც შუაშია.
გაბედეთ არაპროფესიონალური და სპონტანური საუბრები: კვლევები აჩვენებს, რომ ემოციური გულწრფელობა, თუნდაც ის იდეალურად არ ჟღერდეს, ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანებს. თქვით ის, რაც გაწუხებთ, დასვით უხერხული კითხვები.
ენდეთ ინტუიციას: როცა ლოგიკა ორ თანაბარ არჩევანს შორის გაჭედავს, საქმეში ინტუიცია უნდა ჩაერთოს. თუ თქვენი შინაგანი ხმა ამბობს, რომ ყველაფერი რიგზეა, ეს კოსმოსური "მწვანე შუქია" სიახლეებისთვის.ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის(წაიკითხეთ როგორც თქვენი მზის, ისე ასცედენტისა და მთვარის ნიშნის მიხედვით).
ვერძი
ეს ახალმთვარეობა თქვენს კომუნიკაციის, იდეებისა და ყოველდღიური კავშირების ზონას ააქტიურებს. მომდევნო კვირებში უბრალო საუბრებმაც კი შეიძლება ახალი, დიდი საქმის დასაწყისს ჩაუყაროს საფუძველი. მთავარია - ისწავლოთ სხვების მოსმენა და არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა.
მთვარის გაკვეთილი: ყოველმა ადამიანმა, ვისაც შეხვდებით, იცის ისეთი რამ, რაც თქვენ არ იცით.
კურო
დროა, გადახედოთ თქვენს ფინანსებს, რესურსებსა და თვითშეფასებას. ის მეთოდები, რომლებიც ადრე მუშაობდა, შესაძლოა დღეს უკვე მოძველდა. დაინტერესდით შემოსავლის ახალი წყაროებით და უთხარით საკუთარ თავს, რომ მეტს იმსახურებთ.
მთვარის გაკვეთილი: თქვენი თვითშეფასება არასოდეს ყოფილა სადავო - უბრალოდ, ხანდახან ეს თავად გავიწყდებათ.
ტყუპები
გილოცავთ, ეს თქვენი ახალმთვარეობაა! ეს არის თქვენი პირადი ახალი წელი და შანსი, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ვინ გსურთ, გახდეთ შემდეგ ეტაპზე? თქვენ გაქვთ სუპერძალა - ერთდროულად ორი სიმართლე დაიტიოთ. ენდეთ ამ პროცესს.
მთვარის გაკვეთილი: თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ისიც, ვინც იყავით და ისიც, ვინც ახლა ხდებით...განაგრძეთ კითხვა