"50-ლიტრიანი ქვაბით, გამოვიდა 24 ლიტრი მზა ტყემლის საწებელი..." - მწვანე ტყემალი ზამთრისთვის
ცნობილი ფუდბლოგერი IFIF ANA სოციალურ ქსელში მწვანე ტყემლის მომზადების მეთოდს აზიარებს და დეტალურად განმარტავს, როგორ მოვამზადოთ 50-ლიტრიანი ქვაბით 24 ლიტრი საწებელი ზამთრისთვის:
ინგრედიენტები:
- 50 ლიტრიანი ქვაბი სავსე იყო ტყემლით (ალუჩასა და ტყემალს შორისაა გემოთი , სამებაში მანცქლას ეძახიან, იმერეთში ბალტყემალას)
- ქინძი 15 დიდი კონა
- ომბალო 7 კონა
- ცერეცო 5 დიდი კონა
- კამა 1 დიდი თაიგული
- მარილი
- შაქარი სურვილისამებრ
- წითელი დაღერღილი წიწაკა გემოვნებით
- გატარებული ძველი ნიორი 3 სავსე სუფრის კოვზი (ან მეტი თუ მოითხოვა)
- ძმარი 200 მლ
მომზადების წესი:
ქვაბში ჩავალაგოთ კამა, აყვავებული ქინძის დიდი თაიგული, დავაყაროთ ტყემალი, დავასხათ 1 ჭიქა წყალი და ავადუღოთ. ადუღებამდე რამდენიმეჯერ ამოვურიოთ. როგორც კი ადუღდება და ტყემალი ოდნავ მოიხარშება გადმოვდგათ ცეცხლიდან . ქაფი უნდა მოვხადოთ მანამდე. გადავანაწილოთ ტყემალი რამდენიმე თასზე , ესე მალე გაგრილდება. შემდეგი ეტაპია გაცხრილვა. ვცხრილავთ მხოლოდ ტყემალს. ზედმეტ წვენს ვინახავთ, დაგვჭირდება შემასქელებლად, ჩავასხათ ტყემლის მასაში და დავდგათ ასადუღებლად. როგორც კი ადუღდება, გავუკეთოთ მარილი, წითელი წიწაკა, ნიორი, გატარებული მწვანილი და ბოლოს ძმარი. ჩავასხათ ცხლად ქილებში და მზად არის.
რომ არ გამიფუჭდეს ტყემალი, ძმარი აჩერებს დუღილის პროცესს, უნარჩუნებს ტყემალს ფერს. მეც მშვიდად ვარ, ზამთრისთვის უპრობლემოდ შეინახავს თავს და ასპირინის გამოყენებაც არ დამჭირდება.