დაემშვიდობეთ ქიმიურ სპრეებს! ეს 2 ინგრედიენტი მწერებს სახლიდან სამუდამოდ გააქრობს - Gemrielia.ge

დაემშვიდობეთ ქიმიურ სპრეებს! ეს 2 ინგრედიენტი მწერებს სახლიდან სამუდამოდ გააქრობს

ფუდბლოგერმა natiasfoodblog-მა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის მწერებისგან თავის დასაცავად ბუნებრივ გზას გვიზიარებს.

მეთოდი მოითხოვს მხოლოდ ორი ინგრედიენტის გამოყენებას: ხმელ როზმარინსა და ნალექიან ყავას.

ინსტრუქცია:

  • შეურიეთ ინგრედიენტები საფერფლეში;
  • მოუკიდეთ ცეცხლი ნარევს, რათა დაიწყოს ბოლვა.

ბლოგერი გამომწერებს ურჩევს, ეს საშუალება კოღოებისა და ბუზების წინააღმდეგ გამოიყენონ.