სამზარეულოს 4 ნივთი, რომელთა ცხელი წყლით გარეცხვა არ არის რეკომენდებული - Gemrielia.ge

სამზარეულოს 4 ნივთი, რომელთა ცხელი წყლით გარეცხვა არ არის რეკომენდებული

არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო ცხელია წყალი, მით უფრო სუფთაა ჭურჭელი. თუმცა, არსებობს ნივთები, რომლებისთვისაც მაღალი ტემპერატურა არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ საზიანოც არის. ცხელმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს დეფორმაცია, ბზარები და ჭურჭლის დაზიანება, რაც მომავალში მის გამოყენებას სახიფათოს ხდის.

გთავაზობთ 4 ნივთს, რომელთა მოვლაც გრილი ან თბილი წყლით არის რეკომენდებული:

1. პლასტმასის კონტეინერები

konteineris-garecxva-1782216637.jpg

თხელი პლასტმასი მაღალ ტემპერატურას ცუდად იტანს. ცხელი წყლის ზემოქმედებით კონტეინერები დეფორმირდება, იცვლის ფორმას და ზედაპირზე უჩნდება მიკრობზარები, სადაც დროთა განმავლობაში ბაქტერიები გროვდება. უმჯობესია, ისინი თბილი წყლითა და რბილი სარეცხი საშუალებით გაწმინდოთ.

2. მინის ჭურჭელი

chikis-garecxva-1782216737.jpg

თუ ჭიქა ან ბოკალი ახალი გამოყენებული გაქვთ ცივი სასმელისთვის (განსაკუთრებით ყინულიანისთვის), არავითარ შემთხვევაში არ დაასხათ მდუღარე წყალი. ტემპერატურული სხვაობის გამო წარმოიქმნება „თერმული შოკი“, რის შედეგადაც მინა შეიძლება მომენტალურად გასკდეს.

3. ხის საჭრელი დაფები და კოვზები

xis-dapa-1782216795.jpg

ცხელი წყალი ხეს აიძულებს, სწრაფად შეიწოვოს ტენიანობა, რაც იწვევს მის გაბზარვას და დეფორმაციას. ეს კი სახიფათოა ჰიგიენური თვალსაზრისით: ბზარებში რჩება საკვების ნარჩენები, რაც ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური გარემოა. ხის ნივთები გარეცხეთ თბილი წყლით და მაშინვე კარგად შეამშრალეთ.

4. თერმოჭიქები

termo-chikebi-1782216854.webp

მიუხედავად იმისა, რომ თერმოჭიქები ცხელ სასმელზეა გათვლილი, მათი გარეცხვა მდუღარე წყლით მაინც არ არის სასურველი. ცხელმა წყალმა შესაძლოა დააზიანოს ორმაგი კედლების მქონე თერმოჭიქის საიზოლაციო ფენა. გარეცხეთ ისინი ხელით, თბილი ან გრილი წყლის გამოყენებით.

როგორ დავიცვათ ხელები

garecxva-1-1782216938.jpg

ხშირი კონტაქტი ცხელ წყალთან აზიანებს არა მხოლოდ ჭურჭელს, არამედ კანსაც, რადგან წყალი შლის კანის ლიპიდურ ბარიერს და იწვევს მის გამოშრობას. ექსპერტები გვირჩევენ:

  • ყოველთვის გამოიყენოთ მჭიდრო რეზინის ხელთათმანები;
  • ჭურჭლის რეცხვის შემდეგ ხელებზე წაისვათ დამატენიანებელი კრემი (განსაკუთრებით ეფექტურია შარდოვანას შემცველი კრემები).