ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიე შენი საყვარელი კენკრა და გაიგე, რა იმალება შენს ხასიათში! - Gemrielia.ge

ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიე შენი საყვარელი კენკრა და გაიგე, რა იმალება შენს ხასიათში!

ხშირად წვრილმანებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვირჩევთ, ჩვენს ქვეცნობიერზე იმაზე მეტის თქმა შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ გვგონია. დღეს გთავაზობთ მარტივ და სახალისო ტესტს: აირჩიეთ კენკრა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ და გაიგეთ, რას ამბობს ეს არჩევანი თქვენს ხასიათზე.

გახსოვდეთ: ტესტი ყველაზე ზუსტ შედეგს მაშინ მოგცემთ, თუ მას თქვენი ამჟამინდელი განწყობით შეავსებთ. ნუ დაფიქრდებით დიდხანს - ენდეთ ინტუიციას!

1. მარწყვი

mawryvi-1783589390.webp

თქვენ კომუნიკაბელური და გულკეთილი ადამიანი ხართ. სხვების აზრი თქვენთვის გარკვეულწილად მნიშვნელოვანია: კომპლიმენტები ფრთებს გისხამთ, კრიტიკა კი შესაძლოა თავდაჯერებას დროებით გაკლებდეთ. ლიდერობა თქვენი უპირველესი მიზანი არ არის, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის აღებას არ გაურბიხართ.

2. ჟოლო

jolo-1783589417.jpg

თქვენი მთავარი ნიშან-თვისება სინაზე და განსაკუთრებული მოთმინების უნარია. ახლობლები აფასებენ თქვენს უანგარო სიკეთეს, თუმცა გახსოვდეთ - თქვენი მოთმინება უსასრულო არ არის. აფასებთ კომფორტს და იცით, როგორ მიანიჭოთ სიხარული საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს.

3. ხურტკმელი

xurtkmeli-1783589448.jpg

მიწაზე მყარად მდგომი, მშვიდი და პრაქტიკული მოაზროვნე ხართ. თქვენი გადაწყვეტილებები ხშირად ცივი გონებითაა ნაკარნახევი, რაც საბოლოოდ საუკეთესო შედეგამდე მიგიყვანთ. გარშემომყოფები თქვენში სამართლიან, თუმცა ზოგჯერ მომთხოვნ თანამოსაუბრეს ხედავენ.

4. შავი მოცხარი

shavi-mocxari-1783589502.jpg

თქვენ საიმედოობის ეტალონი ხართ - ადამიანი, რომლის იმედიც ნებისმიერ გასაჭირში შეიძლება ჰქონდეთ. ოჯახური ფასეულობები თქვენთვის უპირველესია. ხანდახან გარშემომყოფები თქვენს კეთილშობილებას ბოროტად იყენებენ და საკუთარ საზრუნავს გაკისრებენ. თქვენთვის მთავარი არა სიმდიდრე, არამედ ჰარმონიული და სტაბილური ცხოვრებაა.

5. ალუბალი ან ბალი

bali-alubali-1783589552.png

თქვენი არჩევანი რომანტიკულ და ვნებიან ბუნებაზე მიანიშნებს. თუ გიყვართ - მთელი გულით, იქნება ეს პარტნიორი, მეგობარი თუ ოჯახის წევრი. თუმცა, ახალ ადამიანებთან ურთიერთობაში ფრთხილი ხართ და ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება.

6. მოცვი

mocvi-1783589601.jpg

თქვენ ბრძენი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ, რომელსაც საკუთარი მყარი შეხედულებები გააჩნია. არ გხიბლავთ ჭორები და ზედმეტი პოპულარობა. ყველაზე მეტად ცოდნას აფასებთ და არ გეშინიათ დინების საწინააღმდეგოდ წასვლის. ადამიანებს გარეგნობით არ აფასებთ - თქვენს აზრს მხოლოდ პირადი გამოცდილებით ქმნით.