რომელია თბილისის მერის საყვარელი ქართული კერძები და რას ურჩევს კახა კალაძე ტურისტებს?
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა თბილისი მერის, კახა კალაძის ინტერვიუ, რომელიც ბელარუსელმა მოგზაურმა, ვალენტინამ ჩაწერა. ვიდეოში კახა კალაძე საუბრობს ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, ტრადიციებსა და ტრადიციულ სამზარეულოზე.
როგორც აღმოჩნდა, თბილისის მერის საყვარელი ქართული კერძები ხინკალი, ხაჭაპური და ქაბაბია. მათ დაგემოვნებას კი ტურისტებსაც ურჩევს:
ინტერვიუ კახა კალაძესთან
- შანსი, თბილისში შეხვდე მსოფლიოში ყველაზე მოდურ პოლიტიკოსს, კახა კალაძეს, უმნიშვნელოდ მცირეა... მაგრამ არასდროს არ არის ნულის ტოლი!
ქართველები სტუმრებს ასეთი სითბოთი და სულიერებით ეპყრობიან. ზოგადად, რას ნიშნავს თქვენთვის ნამდვილი ქართული მასპინძლობა?
- ქართველისთვის სტუმარი ღვთისაა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან გვესტუმრებიან ტურისტები. ძალიან გვიხარია...განაგრძეთ კითხვა