აუცილებელია თუ არა საუზმე მოზარდებისთვის?! - Gemrielia.ge

აუცილებელია თუ არა საუზმე მოზარდებისთვის?!



დილის კვება მთელი დღის სიჯანსაღეს და განწყობას განაპირობებს, დილით მიღებული საკვები ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლოც უნდა იყოს. ბავშვებს კი ადრიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ საუზმობის ჩვევა, რომ მერე მთელი ცხოვრება გაჰყვეთ.

რა თქმა უნდა, საუზმე აუცილებელია სკოლის მოსწავლეებისთვის. სრულფასოვანი სწავლა მშიერ კუჭზე ნაკლებად წარმოსადგენია.

საუზმე მოწაფისთვის აუცილებელია! და სასურველია, შინ ისაუზმოს, კიდევ უფრო სასურველია - არა ტელევიზორთან და არა წიგნის თანხლებით; ამ დროს საკვები არ შეითვისება ისე, როგორც საჭიროა.

საუზმობის პერიოდი ძალიან ბევრ ოჯახში ფაციფუცით მიმდინარეობს. უფროსები სამსახურში გარბიან, ბავშვები - სასწავლებლებში. ბუნებრივია, ამ დროს ყველაზე ოპტიმალურია ის პროდუქტები, რომლებიც ნოყიერიცაა, გემრიელიც და რაც მთავარია, სახელდახელოდ მზადდება.

კომპანია "ნიკორა" მშობლებისთვის ახალი ინიციატივით გამოდის - კომპანიის წარმომადგენლები საუზმის მენიუს გთავაზობენ. პროდუქტები წარმოდგენილია იმ მოცულობით, რა მოცულობითაც დაფასოებულია. ფასებიც ამ პრინციპით არის მითითებული. თუმცა, ბუნებრივია, ეს ერთი დღის მენიუ არ გახლავთ. ოჯახზეა დამოკიდებული, რამდენ დღეზე გაანაწილებს მას.

იხილეთ სრულად: mshoblebi.ge