როგორ ვიყოთ ენერგიულები მთელი დღის განმავლობაში? - 9 პროდუქტი, რომელიც რაციონში აუცილებლად უნდა შეიტანოთ
ზოგიერთი პროდუქტი ორგანიზმს ენერგიას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნარჩუნებს, ზოგი კი მხოლოდ სწრაფ, მაგრამ ხანმოკლე ძალების მოზღვავებას იძლევა.
თუ დღის განმავლობაში ხშირად გრძნობთ დაღლილობას და ძალების გამოლევას, შესაძლებელია, დროა, თქვენი მენიუ გადახედოთ. გამოცემა Martha Stewart-ი წერს, რომ რაციონში მეტი ენერგეტიკული პროდუქტის ჩართვა მდგომარეობის გამოსწორებაში დაგეხმარებათ.
რა განსაზღვრავს ჩვენს ენერგიას?

მაკრო ნუტრიენტები - ნახშირწყლები, ცილები და ცხიმები - უშუალოდ კალორიების, ანუ ენერგიის მთავარი წყაროა. სხვა ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს ამ კომპონენტების ათვისებასა და საწვავად გადაქცევაში, ზოგიერთი მათგანი კი შიმშილის გრძნობას ამცირებს, რაც დაღლილობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
„პროდუქტების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც ამ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, საერთო გამძლეობასა და ენერგიას მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ“, - აღნიშნავენ ექსპერტები.
დიეტოლოგების აზრით, ხანგრძლივი ენერგიისთვის რაციონში შემდეგი კომპონენტები უნდა შევიტანოთ:
- რთული ნახშირწყლები - დიეტოლოგ ჯანა დიარიას თქმით, ნახშირწყლები ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი წყაროა. მონელებისას ისინი გლუკოზად (შაქრად) იშლება და უჯრედებს ასაზრდოებს. რთული ნახშირწყლები (მაგალითად, მარცვლეული და ხილი) ნელი მოსანელებელია და სტაბილურ ენერგიას გვაძლევს. შედარებისთვის, თეთრი პური ან ნამცხვრები ძალების სწრაფ მოზღვავებას იძლევა, რასაც მალევე მკვეთრი დაღლილობა მოსდევს.
- ბოჭკოვანი საკვები - ნუტრიციოლოგ მეთიუ ლენდრის თქმით, ეს ნივთიერება შაქრისა და ნახშირწყლების შეწოვას ანელებს. სწორედ ამიტომ არის რთული ნახშირწყლები ენერგიის იდეალური წყარო - ისინი უხვად შეიცავენ ბოჭკოვანას.
- სასარგებლო ცხიმები - უჯერი ცხიმები სიმაძღრის შეგრძნებას ახანგრძლივებს. დიეტოლოგ რაიან იეიტსის განმარტებით, ისინი ნელა ნელდება და ორგანიზმს კალორიების სტაბილურ მარაგს უზრუნველყოფს.
- B ჯგუფის ვიტამინები - ისინი მონაწილეობენ ქრებსის ციკლში - ქიმიური რეაქციების სერიაში, რომლის დროსაც საკვები ნივთიერებები ენერგიად გარდაიქმნება.
- მსუბუქი ცილა - ცილა გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ენერგიის მკვეთრი ვარდნა. ის ნახშირწყლებზე ნელა, მაგრამ ცხიმებზე სწრაფად მონელებადია. შენელებული მონელება ასევე აფერხებს ნახშირწყლების შეწოვას, რაც ჭამის შემდეგ ძალების უეცარი გამოლევის რისკს ამცირებს.
9 საუკეთესო პროდუქტი ენერგიისთვის:

- შვრიის ფაფა
- ფარო
- კვერცხი
- შავი ლობიო
- ორაგული
- ჩიას თესლი
- ოსპი
- ტკბილი კარტოფილი
- მაწონი / იოგურტი