„ჩვენს სახლში იმაზე მეტი პოტენციური საფრთხეა, ვიდრე გვგონია“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ - Gemrielia.ge

„ჩვენს სახლში იმაზე მეტი პოტენციური საფრთხეა, ვიდრე გვგონია“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

სახლში ყოველდღიურად ვიყენებთ, მაგრამ თითქმის არასდროს ვფიქრობთ, რამდენად უსაფრთხოა - ეკობლოგერი პლასტმასზე, საყოფაცხოვრებო ქიმიაზე, ტაფებზე, ავეჯსა და სახლის ჰაერზე.

სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ და რომელსაც უსაფრთხოებასთან და კომფორტთან ვაკავშირებთ. თუმცა, რამდენად ჯანსაღია ჩვენი საცხოვრებელი გარემო?

პლასტმასის კონტეინერები, რომლებშიც საკვებს ვინახავთ, საწმენდი საშუალებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, სურნელოვანი სანთლები და დიფუზორები, არაწებოვანი ტაფები, ავეჯი, საღებავი, ლამინატი და ის ჰაერიც კი, რომელსაც სახლში ვსუნთქავთ - შესაძლოა, მათზე ჯანმრთელობის თვალსაზრისით გაცილებით მეტი უნდა ვიცოდეთ.

განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ზოგიერთი პოტენციური რისკი სწორედ იმ ნივთებს უკავშირდება, რომლებსაც სახლში სისუფთავისა და კომფორტისთვის ვიყენებთ. მაგალითად, ეკო ბლოგერი ნინო ბარჯაძე ყურადღებას ამახვილებს სურნელოვან სპრეებსა და დიფუზორებზე და ამბობს, რომ სუფთა სახლი არ ნიშნავს სურნელოვან სახლს.

მაგრამ მხოლოდ სურნელოვანი საშუალებები არ არის საკითხავი - მნიშვნელოვანია ისიც, როგორ ვინახავთ საკვებს, რა მასალისგან არის დამზადებული ჩვენი ჭურჭელი და ტაფა, რა ნივთიერებები გამოიყოფა რემონტის მასალებიდან და რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის სახლის გარემო.

რა უნდა შევცვალოთ სახლში პირველ რიგში და რომელი ნივთების მიმართ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე? - ამ თემაზე „მკურნალს“ ეკოლოგი, ეკო ბლოგერი ნინო ბარჯაძე ესაუბრა.

- ნინო, რა არის ის ყოველდღიური ნივთები ან ჩვევები, რომლებიც შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდეს და ამას საერთოდ ვერ ვამჩნევდეთ?

- ეს ჩამონათვალი შეიძლება ითქვას უსასრულოა, თუმცა პირველი რაც მახსენდება არის პლასტმასის ერთჯერადი ნივთების მრავალჯერადად მოხმარება, ასევე პლასტმასის ჭურჭლის არასათანადო გამოყენება, მათში საკვების გაყინვა ან ცხლად შენახვა და ა.შ. ეს ყველაფერი მიკრო პლასტმასის ჩვენს ორგანიზმში მოხვედრას უწყობს ხელს, რაც თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

- რა აბინძურებს ჰაერს სახლში ყველაზე მეტად და როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება ყოველდღიურად?

- საყოფაცხოვრებო ქიმია, სხვადასხვა ნამწვები, იქნება ეს გაზქურის თუ გამათბობელი საშუალებების, მტვერი. წესით ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევი რეკომენდაცია არის სახლის განიავება, თუმცა თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში ასე ხელაღებით ვერ გასცემ ამ რჩევას, იმიტომ, რომ ხანდახან გარედან მანქანის გამონაბოლქვით კიდევ უფრო დაბინძურებული ჰაერი შემოდის. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ დღის მონაკვეთიც, როცა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შედარებით დაბალია და ამ დროს გავანიავოთ.

- რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად - მაგალითად, სხვადასხვა ქიმიური საშუალების ერთმანეთში შერევით ან ზედმეტად დიდი რაოდენობით გამოყენებით?

- ხშირად პირდაპირ შეფუთვაზეა მითითებული, რომ შესაბამისად დაცული სასუნთქი გზებისა და ხელთათმანების გარეშე მათი გამოყენება არ შეიძლება, თუმცა მე პირადად ვიცნობ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. იმდენად ვართ მიჩვეული ყველაფრის ქიმიით გასუფთავებას, ხანდახან მსუბუქ დაბინძურებასაც კი ძლიერი საშუალებებით ვებრძვით. ამ დროს შეიძლება ჩვეულებრივი საპონი, სოდა, ძმარი ან რომელიმე მსგავსი უსაფრთხო ნივთიერებაც კი საკმარისი იყოს. ყველაზე უაზროდ კი არომატული საშუალებები მეჩვენება. მსგავსი საშუალებების მავნებლობაზე უკვე უამრავი კვლევა არსებობს და დამტკიცებულია მათი მავნე გავლენა ჩვენს ენდოკრინულ და სხვა სისტემებზე. მხოლოდ იმიტომ, რომ სახლში კონკრეტული სურნელი იდგეს, მგონი არ ღირს თავის მოწამვლა.

- პლასტმასის ჭურჭელი და საკვების კონტეინერები - როგორ გავიგოთ, რომელია უსაფრთხო საკვებთან კონტაქტისთვის და რომელი უნდა გადავაგდოთ გამოყენების შემდეგ?

- როგორც ყველამ ვიცით, პლასტმასები იყოფა გადამუშავებად და არა გადამუშავებად პლასტმასებად, თუმცა საკვებთან მათ ურთიერთქმედებას ეს კრიტერიუმი ვერ განსაზღვრავს. ამისთვის სხვა დაყოფა არსებობს და მათი ძირითადი სახეობები განვიხილოთ...განაგრძეთ კითხვა