რა მივირთვათ გულის ჯანმრთელობისთვის: დიეტოლოგებმა ომეგა-3-ით მდიდარი პროდუქტები დაასახელეს - Gemrielia.ge

რა მივირთვათ გულის ჯანმრთელობისთვის: დიეტოლოგებმა ომეგა-3-ით მდიდარი პროდუქტები დაასახელეს

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ჯანსაღი რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი მონაწილეობენ უჯრედების, გულისა და სისხლძარღვების ნორმალურ მუშაობაში, აგრეთვე გავლენას ახდენენ ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე.

ვინაიდან ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ომეგა-3-ს არ გამოიმუშავებს, ეს ცხიმოვანი მჟავები საკვებიდან უნდა მივიღოთ, წერს გამოცემა Marthastewart. დიეტოლოგებმა დაასახელეს 6 პროდუქტი, რომლებიც ომეგა-3-ის მოხმარების გაზრდაში დაგეხმარებათ.

omega-1788862471.jpg

1. ორაგული

ორაგული ომეგა-3-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყაროა. 85 გრამ მოხარშულ ან შემწვარ ორაგულში დაახლოებით 0,35 გრამი ომეგა-3-ია. სასარგებლო ცხიმების გარდა, თევზი ორგანიზმს ცილით, D ვიტამინითა და სელენით ამარაგებს.

2. სარდინები

სარდინები ასევე შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობით ომეგა-3-ს. ტომატის სოუსში კონსერვირებული სარდინების 85-გრამიან პორციაში დაახლოებით 0,45 გრამი ომეგა-3-ია. ეს თევზი ცილისა და D ვიტამინის წყაროც არის.

3. ხამანწკები

xamanwkebi-1788862565.webp

ხამანწკები საინტერესოა იმით, რომ ერთდროულად სამი ტიპის ომეგა-3-ს შეიცავს. გარდა ამისა, ხამანწკები მდიდარია ცილით და თუთიით, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.

4. ჩიას თესლი

ომეგა-3-ის მცენარეული წყაროა ჩიას თესლი. 28-გრამიან პორციაში დაახლოებით 5,06 გრამი ომეგა-3-ია. ჩია ასევე შეიცავს უჯრედისს, ცილასა და ანტიოქსიდანტებს.

5. ნიგოზი

ომეგა-3-ის კიდევ ერთი წყარო ნიგოზია. დაახლოებით 28 გრამ პორციაში დაახლოებით 2,57 გრამია ამ ნივთიერებიდან. ომეგა-3-ის გარდა, ნიგოზი შეიცავს მცენარეულ ცილას, კალიუმსა და ვიტამინ B6-ს.

6. სელის თესლი

ერთ სუფრის კოვზ მთლიან სელის თესლში დაახლოებით 2,35 გრამი ომეგა-3-ია. სელი ასევე უჯრედისის, მცენარეული ცილისა და ანტიოქსიდანტების წყაროა.

იმისათვის, რომ საკვები ნივთიერებები უკეთ აითვისოს ორგანიზმმა, დიეტოლოგები გირჩევთ გამოიყენოთ დაფქული თესლი ან დაფქვათ ის პირდაპირ მოხმარების წინ.