რატომ არ შეიძლება მდუღარე წყლის პირდაპირ ნიჟარაში ჩასხმა? - რას გვირჩევენ სპეციალისტები - Gemrielia.ge

რატომ არ შეიძლება მდუღარე წყლის პირდაპირ ნიჟარაში ჩასხმა? - რას გვირჩევენ სპეციალისტები

მაკარონის, კარტოფილის თუ ბოსტნეულის მოხარშვის შემდეგ, ყველაზე მარტივი გამოსავალი ცხელი წყლის პირდაპირ ნიჟარაში გადაღვრაა. ერთი შეხედვით, მდუღარე წყალთან რამდენიმეწამიანმა კონტაქტმა სანტექნიკას არაფერი არ უნდა დაუშავოს. თუმცა, ასეთმა რეგულარულმა ჩვევამ შესაძლოა სისტემის ცალკეული ელემენტების ექსპლუატაციის ვადა საგრძნობლად შეამციროს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მაშინ, თუ ნიჟარის ქვეშ პლასტმასის მილები ან სიფონი გაქვთ დამონტაჟებული.

ცხელი წყლის გავლენა პლასტმასის მილებზე

nijara-1789546817-1789546959.jpg

თანამედროვე საკანალიზაციო მილები მზადდება მასალისგან, რომელიც გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმზეა გათვლილი. ცხელ წყალთან ხანმოკლე შეხება კატასტროფა არ არის, თუმცა მისი სისტემატური ჩასხმა პლასტმასის დეტალების ცვეთასა და დაძველებას საგრძნობლად აჩქარებს. განსაკუთრებით არასასურველია მილებში 100 °C-მდე გაცხელებული წყლის რეგულარულად ჩაშვება.

ზიანდება შეერთების ადგილები

საკანალიზაციო სისტემა მხოლოდ მილებისგან არ შედგება. სიფონსა და შეერთების ადგილებს აქვს სპეციალური სალნიკები/რეზინები, რომლებიც სისტემის ჰერმეტულობას უზრუნველყოფს. ტემპერატურის მკვეთრი და ხშირი ცვლილება ამ მასალებზე უარყოფითად მოქმედებს, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა წყლის გაჟონვა ან დეტალების შეცვლის აუცილებლობა გამოიწვიოს.

მდუღარე წყალმა შესაძლოა თვითონ ნიჟარაც დააზიანოს რისკი დამოკიდებულია უშუალოდ ნიჟარის მასალაზეც. განსაკუთრებით საზიანოა ცივი ზედაპირის მკვეთრი გაცხელება. ზოგიერთი კომპოზიტური (ქვის ან ხელოვნური) მასალისა და საფარისთვის ტემპერატურის ასეთი მკვეთრი ვარდნა საკმაოდ რთულად დასაძლევია. ხოლო თუ ნიჟარას უკვე აქვს მიკრობზარები ან სხვა ტიპის დაზიანება, ტემპერატურულმა დარტყმამ შესაძლოა პრობლემა კიდევ უფრო გააღრმაოს.

კიდევ ერთი პრობლემა: მილებში დაგროვილი ცხიმი ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, მდუღარე წყალი მილებს ცხიმისგან წმენდს, თუმცა რეალობა სხვანაირია. ცხელ წყალს შეუძლია დროებით დაადნოს ნიჟარის სადინართან არსებული ცხიმი, მაგრამ როდესაც ის მილის შედარებით ცივ მონაკვეთს მიაღწევს, ხელახლა ცივდება და ისევ მილის კედლებს ეკრობა. შესაბამისად, მილების გასაწმენდად მდუღარე წყლის გამოყენება გამართლებული არ არის.

შეიძლება თუ არა ხანდახან ცხელი წყლის გადაღვრა?

nijara-1-1789546855.jpg

ერთხელ გადაღვრილი ცხელი წყლის გამო განგაშის ატეხა საჭირო არ არის, ეს მილებს მომენტალურად არ დააზიანებს. მთავარი პრობლემა ამ მოქმედების რეგულარულად გამეორებასა და წყლის მაღალ ტემპერატურაშია.

ყველაზე უსაფრთხო ჩვევა: ნუ ჩააღვრით მდუღარე წყალს პირდაპირ სადინარში, განსაკუთრებით მაშინ, თუ პლასტმასის კანალიზაცია გაქვთ. დაელოდეთ, რომ წყალი ცოტათი გაგრილდეს (ან გააზავეთ ცივი წყლით) და ნუ გამოიყენებთ კანალიზაციას ცხიმის უტილიზაციისთვის.