„უკვე 180 კილოგრამამდე ავედით“ - ხათუნა ხოფერიას ლეგენდარული პომიდვრის წვენის რეცეპტი - Gemrielia.ge

„უკვე 180 კილოგრამამდე ავედით“ - ხათუნა ხოფერიას ლეგენდარული პომიდვრის წვენის რეცეპტი

პომიდვრის წვენის მომზადება ხათუნა ხოფერიასთვის უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თუმცა, როგორც თავად წერს, საქმე თანდათან უფრო მასშტაბური ხდება. ის ყოველ წელს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ მეგობრისთვისაც ამზადებს.

ხოფერია იუმორით აღნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, მეგობარმა საკუთარი საწარმოც კი გახსნას.

„ყოველ წელს ვუმზადებ ქალბატონ ირმა ჭკადუას პომიდვრის წვენს. ყოველ წელს დასამზადებელი პომიდვრის წონა იზრდება 30-35 კილოგრამით! წელს ავედით 180 კილოზე. ასე თუ გააგრძელა, 2-3 წელში შპს-ს დააფუძნებს და საწარმოსაც გახსნის. მე რა მეშველება, მეეე“, - წერს ხათუნა ხოფერია.

614151f6-10e5-4f42-91cc-bec910a690f1-1790668709.jpg

ხათუნა ხოფერიას ექსკლუზიური პომიდვრის წვენის წლებია პოპულარობას არ კარგავს. გასულ წელს, მისი თქმით, 48 კილოგრამი პომიდვრისგან, დამატებული ბოსტნეულისა და სანელებლების გამოყენებით, 23 ლიტრი წვენი მიიღო.

პომიდვრის წვენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ingredientebi-1790668643.jpg

  • 48 კგ პომიდორი;
  • 3 კგ წითელი ბულგარული წიწაკა;
  • 600 გ წითელი ცხარე წიწაკა;
  • 500 გ ქართული ნიორი;
  • 600 გ მარილი;
  • ხმელი სუნელი და ხმელი ქინძის მარცვლები გემოვნებით;
  • 800 გ ტომატის პასტა.

wveni-1790668688.jpg

ხოფერიას თქმით, ტომატის პასტას წვენისთვის ფერის მისაცემად იყენებს.