აღმოაჩინეთ შემოდგომის გემოები "ჩემი მარაგის" სეზონურ შეთავაზებაში - Gemrielia.ge

აღმოაჩინეთ შემოდგომის გემოები "ჩემი მარაგის" სეზონურ შეთავაზებაში

ჩურჩხელა, ბადაგი და თხილეული შემოდგომის განუყოფელი ნაწილია და სეზონურ სუფრას განსაკუთრებულ გემოს სძენს. ნუგბარის სახლში მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები კი „ჩემი მარაგის“ სპეციალურ საშემოდგომო შეთავაზებაშია გაერთიანებული.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს „ჩემი მარაგის“ გემრიელი ნუგბარი - ბადაგიო. ეს არის ტრადიციული ქართული დესერტი, რომელიც მზადდება ბადაგისგან, ფქვილისა და თხილეულისგან. საშემოდგომო შეთავაზებაში წარმოდგენილია თეთრი და წითელი ბადაგიო ნიგვზით, ნუშითა და თხილით.

მათთვის, ვინც ჩურჩხელის სახლში მომზადებას გეგმავს, „ჩემი მარაგი” თხილეულის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კახური ჩურჩხელისთვის მომხმარებელს ნიგვზის შერჩევა შეუძლია, დასავლურისთვის კი - თხილისა და ნუშის. რაც ყველაზე მთავარია, „ჩემი მარაგის” თხილეული უმაღლესი ხარისხისაა და გავლილი აქვს პროდუქციის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა საფეხური.

საშემოდგომო შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები ბადაგიოს და თხილეულის შეძენას განსაკუთრებულ ფასად შეძლებენ.

„ჩემი მარაგი“ წინასწარ ზრუნავს მოთხოვნადი პროდუქტების მიწოდების ორგანიზებაზე. ბრენდი დროულად ავსებს მარაგებს და კოორდინაციას უწევს საკურიერო მომსახურებას, რათა მომხმარებლებმა შეკვეთები საქართველოს ნებისმიერ წერტილში სწრაფად და დროულად მიიღონ.

საშემოდგომო ფასდაკლებებისა და პროდუქციის გასაცნობად მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ „ჩემი მარაგის“ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებს. შეკვეთის მიღება ხდება ონლაინ, სატელეფონო ზარით ან მესენჯერით. პროცესი მარტივია და მომხმარებლის კომფორტზე მორგებული. ასევე მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ჩემი მარაგი“ ერთ სივრცეში აერთიანებს ხარისხს, მრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომ ფასებს, რათა საშემოდგომო სამზადისი კიდევ უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდეს.

R