როგორ დავიკლოთ 2-3 კილოგრამი ჰოლივუდის ვარსკვლავის დაკოტა ჯონსონის მეთოდით - 3 მარტივი პრინციპი
თუ გსურთ ზედმეტი კილოგრამები მარტივად და სტრესის გარეშე მოიშოროთ, გაეცანით მისი ცხოვრების წესის 3 ძირითად პრინციპს:
1. კვება „3-2-1“ სქემით
ეს სისტემა გულისხმობს: 3 ძირითად კვებას, 2 წახემსებას და დღეში მინიმუმ 1 ლიტრ წყალს.თითოეული ძირითადი კვება (საუზმე, სადილი, ვახშამი) უნდა შედგებოდეს 3 კომპონენტისგან:
- ცილა (მაგ. ქათამი, თევზი, კვერცხი)
- რთული ნახშირწყალი (მაგ. შვრია, ყავისფერი ბრინჯი)
- უჯრედისი (მაგ. ახალი ბოსტნეულის სალათი)
წახემსება: ძირითად კვებებს შორის, შიმშილის დროს, შეგიძლიათ მიიღოთ თხილეული, ხილი, კენკრა, რძის ნაწარმი ან ჯანსაღი (PP) ტკბილეული. მთავარია, რომ წახემსება თქვენს დღიურ კალორაჟში ჯდებოდეს.
თუ საუზმეს ტოვებთ: დაკოტა ხშირად საუზმის ნაცვლად მხოლოდ მცენარეულ (შვრიის) რძეზე დამზადებულ ყავას (ფლეტ უაითს / flat white) სვამს. თუ დილით ჭამა არ გიყვართ, საუზმის კალორიები და საკვები ნივთიერებები (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) დღის დანარჩენ კვებებზე გადაანაწილეთ.

2. რეგულარული ფიზიკური აქტივობა
დაკოტა კვირაში 5-ჯერ ვარჯიშობს. მისი პროგრამა მოიცავს იოგას, პილატესს, წონით ვარჯიშებს, ცეკვასა და დაბალი ინტენსივობის დატვირთვას.
როგორ გადმოვიტანოთ ეს ყოველდღიურობაში:
- თუ სპორტდარბაზი არ გიყვართ, დაიწყეთ სახლში მსუბუქი ვარჯიშით.
- გაზარდეთ ყოველდღიური აქტივობა - ეცადეთ დღეში 10 000 - 15 000 ნაბიჯი გაიაროთ.
- ამისთვის საკმარისია ტრანსპორტს იშვიათად გაჰყვეთ, ჩამოხვიდეთ რამდენიმე გაჩერებით ადრე ან საღამოობით 1 საათი ფეხით ისეირნოთ.

3. საკუთარ ორგანიზმზე ზრუნვა (ძილი და წყალი)
დაკოტასთვის ძილი მთავარი პრიორიტეტია - მას დღე-ღამეში 10-იდან 14 საათამდე სძინავს.
- ძილის მნიშვნელობა: უძილობა ზრდის მადას, ანელებს მეტაბოლიზმს და უშლის ხელს ცხიმის წვას. წონის დასაკლებად საჭიროა დღეში მინიმუმ 7 საათი ძილი.
- წყლის ბალანსი: სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება აუმჯობესებს ენერგიის დონეს, კანის მდგომარეობასა და ზოგად გეხმარებათ, რომ თავი გაცილებით უკეთ იგრძნოთ.