gemrielia.ge-ს ახალი ფუნქცია დაემატა - შეინახეთ რეცეპტები
ამ ფუნქციის დახმარებით, ყველა სასურველ რეცეპტს თქვენს "რეცეპტების რვეულში" შეინახავთ და მომავალში ძებნა აღარ მოგიწევთ.
ამ შესაძლებლობით რომ ისარგებლოთ, პირველ რიგში დარეგისტრირდით საიტზე - მიუთითეთ სახელი (რაც გნებავთ) და პაროლი. ელ-ფოსტაზე მიიღებთ ანგარიშის გააქტიურების შეტყობინებას, რის შემდეგაც შეხვალთ ვებ-გვერდზე და შეიყვანთ მონაცემებს. სულ ესაა: ამ მარტივი პროცედურის შედეგად, შეძლებთ ისარგებლოთ რეცეპტის შენახვის ფუნქციით.
როგორ შეინახოთ რეცეპტი?
თითოეულ რეცეპტს ფოტოს გასწვრივ ახლავს მონაცემები მომზადების დროის, ულუფის და სირთულის შესახებ. აქვეა ახალი ფუნცია "დაამატე რეცეპტი". მასზე დაწკაპუებით რეცეპტი ინახება თქვენს რჩეულთა შორის და შეძლებთ ნებისმიერ დროს ძებნის გარეშე იპოვოთ.