დიეტაზე ხართ და წონაში მაინც ვერ იკლებთ? - ფარული მიზეზი, რომელზეც ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა საუბრობს - Gemrielia.ge

დიეტაზე ხართ და წონაში მაინც ვერ იკლებთ? - ფარული მიზეზი, რომელზეც ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა საუბრობს

შემოდგომის დადგომასთან ერთად, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ მოვემზადოთ, რა პროდუქტები შეგვიძლია, მივიღოთ, რომელი ანალიზების ჩატარებაა რეკომენდებული და რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე - ვრცლად ამ საკითხებზე გადაცემაში "დილის LIVE" ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა საუბრობს:

- ზაფხულიდან შემოდგომაზე გადასვლისას, სეზონის ცვლილებასთან ერთად, ჩვენი ორგანიზმიც გარკვეულწილად იცვლება და მას სხვადასხვა საკითხზე გადაწყობა სჭირდება. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე ამ პერიოდში, რატომ იცვლება ჩვენი რეჟიმი თუ ნივთიერებათა ცვლა და, შესაბამისად, როგორ შევძლოთ ადაპტირება. ასევე, ყურადღებას გავამახვილებთ იმ მიკრო და მაკროელემენტებსა თუ ვიტამინებზე, რომლებსაც ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

ზოგიერთი ვიტამინის შემოწმება ამ პერიოდში აუცილებელია, ზოგისა კი - არა. მაგალითად, D ვიტამინი რომ ავიღოთ: ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მზეზე ყოფნა გარკვეულწილად გვიწევდა, ამიტომ, თუ პაციენტს შესაბამისი სიმპტომები არ აქვს, D ვიტამინის პროფილაქტიკურად შემოწმება ამ დროს სავალდებულო არ არის.

პირველ რიგში, როგორც მოგეხსენებათ, მზის სინათლის ხანგრძლივობა მცირდება. აგვისტოს ბოლო პერიოდიდან მზის სინათლე უკვე შემცირდა, შესაბამისად, კანზე ინსოლაციაც ნაკლებია. ჩვენი ორგანიზმი მზის სინათლის ამ ცვალებადობას აღიქვამს, რის გამოც კანში D ვიტამინის სინთეზი იცვლება.

სამწუხაროდ, ორგანიზმს D ვიტამინის დიდი რეზერვის დაგროვების უნარი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ზაფხულის მარაგმა შეიძლება, დაახლოებით, ერთ თვემდე გასტანოს, შემდეგ კი უკვე დეფიციტში მივდივართ...განაგრძეთ კითხვა