შინაური სამკურნალო ნაყენი გაციებისა და გრიპისთვის
ჯანჯაფილი და წიწაკა ორგანიზმს ათბობს, ხახვი, პირშუშხა და ნიორი ვირუსების და მიკრობების მტერია. სალბი და როზმარინი სურდოს უმკლავდება, ვაშლის ძმარი კი მინერალებს შეიცავს.
ნაყენს არც ისეთი საშინელი გემო აქვს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მისი მომზადება უმჯობესია წინასწარ, სანამ გაციების და გრიპის სეზონი პიკს მიაღწევს. ნაყენს 2-3 კვირა სჭირდება.
დაგჭირდებათ:
1/4 ჭიქა გახეხილი ჯანჯაფილი (ნედლი), 1/4 ჭიქა ახალდაჭრილი ხახვი, 1/4 ჭიქა ნედლი როზმარინის ფოთლები, დაჩეჩქვილი (უკიდურეს შემთხვევაში ხმელიც გამოდგება) , 1/4 ჭიქა სალბის ფოთლები (თუნდაც ხმელი), 1/4 ჭიქა გახეხილი პირშუშხას ფესვი ( хрен), 4 კბილი ნიორი, 2 ს.კ დაფქული წითელი წიწაკა, ვაშლის ძმარი იმდენი რომ ქილა თითქმის შეავსოს.
ყველა კომპონენტი გადაიტანეთ ნახევარ ლიტრიან მინის ქილაშ და დაასხით ძმარი, ისე რომ ქილის გავსებას 5 სმ დაააკლდეს. კარგად მოურიეთ და დააყენეთ 2-3 კვირა ბნელ ადგილას. ქილა ყოველდღე შეანჯღრიეთ. ბოლოს გაწურეთ. მიღებული ნაყენი ოდნავ გაათბეთ და ჩაამატეთ 1/4 ჭიქა თაფლი. კარგად გახსენით.
მიღებული ნაყენი გამოიყენეთ საჭიროებისამებრ. ჩვეულებრივ, მიიღება 2 ს.კ ნაყენი, გახსნილი 1 ჭიქა თბილ წყალში, დღეში რამდენჯერმე.