ყველაზე სასარგებლო საუზმე მოსწავლეებისთვის - Gemrielia.ge

ყველაზე სასარგებლო საუზმე მოსწავლეებისთვის

 

საუზმე - ეს საკვების მიღების პროცესიდან ყველაზე მნიშვნელოვანია. ის განსაკუთრებით ღირებულია მოსწავლეებისთვის, ამიტომ იგი უნდა იყოს არა მარტო ნოყიერი და გემრიელი, არამედ უნდა დაეხმაროს ბავშვს მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოს ტვინის აქტივობა. გთავაზობთ საუზმის სამ იდეალურ ვარიანტს სკოლის მოსწავლეებისთვის.


ფაფა

რძის ფაფა ნებისმიერი ასაკის მოსწავლისთვის იდეალურია. იგი შეიცავს ვიტამინ B-ს, უჯრედისს, ნახშირწყლებსა და კალციუმს. გახსოვდეთ, რომ ფაფას ბავშვისთვის ამზადებთ. ამიტომ მხოლოდ რძიანი ფაფა საკმარისი არა არის და ის არც ერთ ბავშვს არ მოეწონება. იმისთვის, რომ ფაფა იყოს ლამაზიც გემრიელიც და სასარგებლოც, უნდა დაუმატოთ თხილი, ახალი ან გამხმარი ხილი, ცოცხალი ან გამხმარი კენკრა, თაფლი. ასეთი ფაფა ყველაზე პრეტენზიულ და წუნია ბავშვსაც კი მოეწონება. ცვალეთ დანამატები ყოველ ჯერზე და თქვენი ბავშვიც ყოველ დილას ახალ ფაფას ახალი არომატით მიირთმევს.

მიუსლი

ჭვავის ფაფის კარგ ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს მიუსლი. მასში დამატებულია გამხმარი ხილი, ჩირები, თაფლი. ისი მზა სახითაც იყიდება, მაგრამ შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ. მიუსლის შეზავება შეგიძლიათ რძით, წყლით, იოგურტით და  ხილის წვენითაც კი. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მიუსლის არანაირი კავშირი არ აქვს მშრალ, სწრაფ საუზმესთან, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს და თქვენი შვილის კბილებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ომლეტი ბოსტნეულით

ეს დილის ტრაპეზის იდეალური ვარიანტია არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვისაც. უმჯობესია იგი ღუმელში გამოაცხოთ, თუმცა, შეგიძლიათ მოამზადოთ ტაფაზეც. ბოსტნეულისა და მწვანილის გარდა შეგიძლიათ დაუმატოთ მოხარშული ძროხისა და ქათმის ხორცის ნაჭრები. აი, ძეხვი და სოსისი ამ სასარგებლო საუზმეში აშკარად ზედმეტია.

ამ საუზმის წყალობით ბავშვი იღებს ცილის დღიურ დოზას, ასევე საკმაო რაოდენობით ნახშირწყლებსა და ცხიმს. ასე რომ, პატარა მოსწავლე მთელი დღე ენერგიულად იქნება. მაგრამ აქვე გახსოვდეთ, რომ ექიმები ბავშვებს ურჩევენ მხოლოდ 4 კვერცხის მიღებას კვირის განმავლობაში.

რა დავლიოთ?

ნებისმიერ საუზმეს სასმელი უნდა მივაყოლოთ. ეს შეიძლება იყოს სუსტი შავი ან მწვანე ჩაი. დილის საუზმისთვის ასევე კარგი ვარიანტია კაკაო რძით, ამასთან, უნდა აირჩიოთ კაკაო, რომელსაც რძეზე თავად მოხარშავთ და არა ხსნადი პაკეტი, რომელიც ნაკლებად სასარგებლოა.  რა თქმა უნდა, უკეთესია საუზმეზე ბავშვს მივცეთ ახლადგამოწურული ვაშლის ან სტაფილოს წვენი. შეგვიძლია ისინი გავაერთიანოთ კიდეც და მივიღებთ უკეთესი გემოს უფრო სასარგებლო პროდუქტსაც.