პროდუქტები დაღლილობის წინააღმდეგ - Gemrielia.ge

პროდუქტები დაღლილობის წინააღმდეგ


შვრია: მაგნიუმის, ფოსფორის, B1 ვიტამინის წყაროა. ეს ნივთიერებები კარგად ებრძვის დაღლილობას და ენერგიას შეგმატებთ. მეტი ეფექტისთვის შვრიის ფაფა ნიგვით ან სხვადასხვა თესლეულით მიირთვით.

ნატურალური იოგურტი ან მაწონი დილით მშვენიერი დასაწყისია. მასში შემავალი სასარგებლო ბაქტერიები კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელ მიკროფლორას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მისი მიღების შემდეგ მატულობს ტრიპტოფანის დონე. ეს გახლავთ ამინომჟავა, რომლის მოქმედებითაც ტვინში სეროტონინი გამოიყოფა - დაღლილობისა და დეპრესიის საწინააღმდეგო ჰორმონი.

ისპანახი -რკინის, მაგნიუმის, კალიუმის წყარო. ამ ელენეტების ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს სისუსტის შეგრძნებას, კუნთების მოდუნებას, დაღლილობის შეგრძნებას. ჩართეთ ისპანახი მენიუში, იქნება ეს სუპები, სალათები, სოუსები თუ სხვა...

თხილეული: ნიგოზი, ნუში, თხილი, ასევე მზესუმზირა და სხვა თესლეული ენერგიის ნამდვილი წყაროა, ცილით, ცხიმმჟავებით, მაგნიუმით მდიდარი. ეს პროდუქტები დაღლილობის შეგრძნებას გაგიქრობთ და ხასიათს გამოგიკეთებთ.

ლობიო უჯრედისის წყაროა და კარგადაც ანაყრებს. ის შეიცავს მარგანეცს - რომელიც ორგანიზმს ენერგიის წარმოებაში ეხმარება, რკინას, როემლიც იმუნური სისტემისთვის აუცილებელია, მაგნიუმს და კალიუმს, რომელიც სისხლის მიმოქცევისთვისაა აუცილებელი. ჩართეთ ლობიო მენიუში უფრო ხშირად, მიირთვით სალათებში, გარნირად და ა.შ.

ვიტამინი B12, რომელსაც სკუმბრია შეიცავს აუცილებელია სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის, რომლებიც ორგანიზმს ჟანგბადით ამარაგებს. ამ ვიტამინის სიმცირე ანემიას იწვევს. ხოლო მისი ნორმის ფარგლებში ყოფნისას ორგანიზმი კარგად მარაგდება ჟანგბადით, ადამიანი კი თავს მხნედ გრძნობს. გაითვალისწინეთ, რომ სკუმბრია არ უნდა იყოს შებოლილი ან დამარილებული.

ბროწეული შეიცავს A,B, C,E, P ვიტამინებს, მაგნიუმს, კალიუმს, კობალტს, მარგანეცს. ის ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ და ავსებს მას ენერგიით.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მენიუში აუცილებლად უნდა იყოს ხორცი - ცილისა და რკინის უმთავრესი წყარო.