რისთვისაა ყავა სასარგებლო? - Gemrielia.ge

რისთვისაა ყავა სასარგებლო?

ისე მოხდა, რომ ყავა რატომღაც არც თუ ისე სასარგებლო პროდუქტების სიაშია. მაგრამ უამრავი სპეციალისტი ადასტურებს, რომ ეს ღვთაებრივი სასმელი სულაც არაა ისეთი საზიანო და მეტიც, მას ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის. მირთმევისას მთავარია გახსოვდეთ ზომიერება და მოერიდოთ შაქრისა და ნაღების ჩამატებას.
 

  • სპეციალისტების თქმით, ყავა 25% ით ამცირებს ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნის რისკებს იმ შემთხვევაში, თუ დღეში 4 ჭიქას დალევთ.
  • ყავა ებრძვის დეპრესიას. ისინი ვინც დღეში 3-4 ჭიქას სვამენ ცხოვრებას უფრო ოპტიმისტურად უყურებენ და ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ.
  • ყავა მეხსიერებას აუმჯობესებს. 2005 წელს ჩატარებული Radiological Society of North America -ს კვლევის მიხედვით, დღეში 2 ჭიქა კოფეინიანი ყავა
    აუმჯობესებს მეხსიერებას და რეაქციების სისწრაფეს. აგრეთვე ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების რისკს.
  • ყავა აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. იგი ასევე ამაღლებს შრომისუნარიანობას ორგანიზმის საერთო ტონუსის ამაღლების ხარჯზე.
  • Journal of the American Medical Association-ის მტკიცებით, დღეში 2-3 ჭიქა ყავა ამცირებს პარკინსონის დაავადების რისკს 25%-ით.