„ივახშმეთ ძილის წინ...“ როგორ დავიკლოთ წონაში აკრძალვების გარეშე - ცნობილი დიეტოლოგი 6 მთავარ წესს გვიზიარებს - Gemrielia.ge

„ივახშმეთ ძილის წინ...“ როგორ დავიკლოთ წონაში აკრძალვების გარეშე - ცნობილი დიეტოლოგი 6 მთავარ წესს გვიზიარებს

 

როდის მივირთვათ ვახშამი? საღამოს 6-მდე თუ შემდეგ? თუ საერთოდ გამოვტოვოთ საკვების მიღება გვიან? და აუცილებლად ბოსტნეული? - იმისთვის, რომ ვიყოთ მოხდენილები, სულაც არაა საჭირო თავი ვიმტვრიოთ იმაზე ფიქრით, რა და როდის მივირთვათ. ამაში ჩვენ სწორი ვახშმის რამდენიმე საიდუმლო დაგვეხმარება:

 

 

 

 

 


მივირთმევთ ვახშამს, ოღონდ წესების მიხედვით!

ლამაზი და მოხდენილი სხეულის ფორმების მისაღებად ბევრი ქალი არა მარტო ზაფხულის სეზონისთვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში საგანგებოდ შრომობს: იცავს დიეტას ან ეწერება სპორტ დარბაზში სავარჯიშოდ. მაგრამ საუკეთესო შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც კი საჭიროა მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა. აქ კი მრავალი საცთური იჩენს თავს - მადისაღმძვრელი მწვადი კოცონთან, უგემრიელესი ნაყინი კაფეს ვერანდაზე... მშვენიერი სქესის ზოგიერთი წარმომადგენელი საერთოდ უარს ამბობს ვახშამზე და მას წახემსებით ანაცვლებს. სწორია თუ არა საკითხისადმი ასეთი მიდგომა და ხდება თუ არა შიმშილი ზედმეტი კილოგრამების მიზეზი? - იდეალური ვახშმის საიდუმლოებებს დიეოლოგი ირინა მასლიკოვა გვიზიარებს.

 

 

 

 


დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ ის, ვინც ვახშამს ლამაზი ფიგურის მტრად თვლის, ძლიერ ცდება. სწორი ვახშამი გვეხმარება არა მარტო დავიკლოთ წონაში, არამედ გავიღვიძოთ მხნედ და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ვახშამზე უარის თქმა არა მარტო არასწორია, არამედ ზოგ შემთხვევაში ის ორგანიზმისთვის საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. "ვახშამზე უარის თქმა არ შეიძლება მათთვის, ვინც ღამის საათებში მუშაობს, ან მიჩვეულია გვიან  დაძინებას, - ამბობს დიეტოლოგი, - ეს ეხება იმ ადამიანებსაც, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული გასტრიტი ან წყლულოვანი დაავადება აქვს. გამოსავალი ერთია - ვივახშმოთ რამდენიმე მარტივი წესის გათვალისწინებით".

 

 



წესი №1 - ივახშმეთ ძილის წინ სამი-ოთხი საათით ადრე

დაივიწყეთ საყოველთაოდ აღიარებული ფრაზა: ”6 საათის შემდეგ არ ვჭამ”! ეს მხოლოდ მათ უნდა გააკეთონ, ვინც საღამოს 10 საათზე უკვე ლოგინშია და დილის სისხამზე დგება. თუ თქვენ ”ბუს” ტიპს განეკუთვნებით, მიჩვეული ხართ გვიან დაძინეაბასა და, შესაბამისად, გვიან ადგომას, მაშინ  საღამოს 6 საათზე ვახშმობის შემთხვევაში საკვების პირველი მიღებიდან მომდევნო (ანუ დილას) მიღებამდე თითქმის 12 საათიანი იტერვალი გამოგივათ, რაც მავნეა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, იწვევს სისხლში შაქრის დონის მერყეობას და სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

”სწორი ვახშამი ისაა, რომელსაც თქვენი ორგანიზმი გადაამუშავებს ზუსტად დაძინების მომენტისთვის. ამიტომ თუ თქვენ შუაღამისას ან უფრო გვიან იძინებთ, შეგიძლიათ ივახშმოთ საღამოს 10-11 საათზეც,”- გვირჩევს დიეტოლოგი.



წესი № 2 - უარი თქვით ნახშირწყლებზე

ვახშმისთვის საკვების შერჩევისას მაშინვე გამორიცხეთ სპაგეტი, მიუსლი, კარტოფილი, ტკბილეული და ცომეული. ეს პროდუქტები უცებ სწევენ სისხლში შაქრის დონეს და ღამით, როცა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია, მოგცემენ იმედენ ენერგიას, რის დახარჯვასაც უბრალოდ, ვერ შეძლებთ. ეს ყველაფერი კი წონის მატებას უწყობს ხელს.


წესი № 3 - მიიღეთ ცილით მდიდარი საკვები და ბოსტნეული

ისინი არც შაქრის დონეს სწევენ და დიდხანსაც გადამუშავდებიან, ამიტომ თქვენ დაცული იქნებით მსუნაგობისგან. ოღონდაც ვახშმისთვის ცილა სწორად უნდა შეარჩიოთ. ძილამდე 3 საათით ადრე, სწორი ვახშმისთვის, საუკეთესო ვარიანტია უცხიმო თევზი, ზღვის პროდუქტების სალათი და მსუბუქი ხაჭო. აი, ხორცი კი ძილამდე 3 საათით ადრე გადამუშავებას ვერ მოასწრებს, თქვენ სავსე კუჭით დაწვებით, კარგად გამოძინებას ვერ შეძლებთ და დილას მუცელში სიმძიმის შეგრძნებით გაიღვიძებთ.

”სწორი ვაშმის შემთხვევაში თევზისა და ბოსტნეულის შეფარდება უნდა იყოს 1:2-თან, ანუ 100 გ. თევზთან უნდა მიირთვათ 200 გ. უმი ან ორთქლზე დამუშავებული ბოსტნეული”, - გვაფრთხილებს დიეტოლოგი.

წესი № 4 - არ ჭამოთ ტელევიზორთან

ეს ყურადღებას ფანტავს და ხელს უშლის ადამიანს გემოსა და არომატის აღქმაში, უკარგავს მადას. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნაყროვანებისა და კმაყოფილების გრძნობა ბევრწილად დამოკიდებულია კერძის ვიზუალურ მხარეზეც. ორგანიზმმა უნდა ”დაინახოს” რას ჭამს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ამ დროს არ უყუროს ახალ ამბებს. ამ შემთხვევაში მთელი შინაგანი ძალები წავლენ საჭმლის მონელებისკენ.

ამ პრინციპითაა განპირობებული კიდევ ერთი ეშმაკობა, რომელსაც ხშირად მიმართავენ ქალები, რომლებსაც გახდომა სურთ. დიეტაზე გადასვლის შემდეგ ისინი ჭამენ უფრო მომცრო ზომის თეფშიდან, ვიდრე დიეტამდე მიირთმევდნენ. საკვების რაოდენობა პატარა თეფშზეც იგივეა, რაც ადრე იყო, მაგრამ აი, ნაყროვანება უფრო ადრე დგება და ამდენად, ადამიანი ცოტას ჭამას ეჩვევა.

წესი № 5 - თვალი ადევნეთ პორციის სიდიდეს

მთელი ჯამი ბოსტნეული და სამი ფინჯანი ხაჭო - ეს ნამდვილად ვერ იქნება სწორი ვახშამი, მიუხედავად პროდუქტის სასარგებლო თვისებებისა. თუ თქვენ ფიგურის შენარჩუნება, ან წონაში დაკლება გსურთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ბოლოს მიღებული საკვების ულუფა პეშვად შეკრულ ხელისგულებში უნდა ჩაგეტიოთ.

"ნორმალური წონის შემთხვევაში ეს დაახლოებით 250 გ-ია ქალებისთვის და 300 გ მამაკაცებისთვის. თუ თქვენ სტანდარტებთან შედარებით უფრო მძიმეწონიანი ხართ, შეიძლება გაზარდოთ ულუფა 50 გ-ით", - გვირჩევს დიეტოლოგი.

წესი № 6 - წაიხემსეთ ვახშმამდე 3 საათით ადრე

... ერთი ფინჯანი უცხიმო იოგურტით, ულუფა ნაკლებად ტკბილი ხილით ან კენკრით, ბოსტნეული. სადილიდან ვახშმამდე შეიძლება ისე მოგშივდეთ, რომ ვახშამი უზომო რაოდენობით შემოგეჭამოთ. ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ, შუალედში წავიხემსოთ. განსაკუთრებით მსუყედ შეგვიძლია მივირთვათ იმ შემთხვევაში, თუ სახლში დაბრუნება საღამოს გვიგვიანდება და შესაბამისად, ვახშამი ჩვეულებრივზე გვიან მოგვიწევს. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ნაშუადღევს მივირთვათ მაკარონი ქათმით, მიუსლი, ფაფა, რათა ძილის წინ არ გადავჭამოთ ყველაფერი. ვახშმად კი, ჩვეულებრივ, მივიღოთ კეფირი, ბოსტნეული ან მაწონი.

ამ წესების დაცვის შემთხვევაში თითოეული ქალი და მამაკაციც შეინარჩუნებს მოხდენილ სხეულს, ფორმასა და ოპტიმალურ წონას არა მარტო ზაფხულში, არამედ წლის ნებისმიერ დროს.