ხველა გაწუხებთ? ნახეთ 6 ჯადოსნური წამლის რეცეპტი ხალხური მედიცინიდან - Gemrielia.ge

ხველა გაწუხებთ? ნახეთ 6 ჯადოსნური წამლის რეცეპტი ხალხური მედიცინიდან

 

გთავაზობთ ხალხური მედიცინის გამოცდილ რეცეპტებს, რომელიც ცივი სეზონის გადატანაში დაგეხმარებათ


1. კომბოსტოს ფოთოლი დამდუღრეთ, თბილსვე წაუსვით თაფლისა და მარილის ნარევი (1:1) და დაიფინეთ მკერდზე ან ზურგზე. მოერიდეთ გულის მიდამოებს. ზემოდან გადაიფინეთ ცელოფანი და შემდეგ თბილად შეიხვიეთ. გარკვეული დროის შემდეგ, მთელი თაფლიანი მასა კანში შეიწოვება და მოქმედებას დაიწყებს. კომბოსტოს ფოთოლი კი შეგიძლიათ მოიშოროთ.

2. მოხარშული ან შემწვარი მსხალი- შესანიშნავი საშუალებაა ხველის დროს. მსხლის ჩირის ნახარში მაღალი სიცხის დროს წყურვილის შეგრძნებას აცხრობს. დაასხით 1 ჭიქა დაჭრილ ჩირს 500 მლ წყალი და 20 წუთი ხარშეთ. თავდახურულივე გააგრილეთ ზომიერ ტემპერატურამდე, გადაწურეთ და სვით თბილი, 100 მლ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

3. ფინიკის 10 ნაყოფს დაასხით 500 მლ წყალი და 30 წუთი ხარშეთ. გაწურეთ და დალიეთ თბილი მშრალი ხველის დროს. ფინიკის მოხარშვა შეიძლება რძეშიც.

4. 30 გ ქიშმიში დაალბეთ 45 წუთი, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ძილის წინ, თან დააყოლეთ ცხელი რძე. სასარგებლოა ძლიერი ხველის დროსაც.

5. ბავშვებს ხველას ასეთი ნარევი შეუმსუბუქებს: წვრილ სახეხზე გახეხეთ 1 ვაშლი, 1 ხახვი და 1 სტაფილო. სამივე მათგანი თანაბარი ოდენობით. დაამატეთ 2 ს.კ თაფლი და კარგად აურიეთ. მიეცით ბავშვებს 1 ჩ.კ. ნარევი შემთბარ მდგომარეობაში, დღეში 4-5 ჯერ.

ვაშლის, თაფლისა და ხახვის ნარევი უფროსებსაც ეხმარება, მაგრამ დღეში 6-7-ჯერ მაინც უნდა მიიღოთ.

6. და ბოლოს, "ცეცხლოვანი რძე" ხველის სამკურნალოდ: 10 ხახვი და 1 თავი ნიორი წვრილად დაჭერით, დაასხით 500 მლ რძე და მოხარშეთ სანამ ბოსტნეული ჩარბილდება. დაამატეთ რამდენიმე ღერი პიტნა და ცაცხვის თაფლი. დატოვეთ 1 საათი, შემდეგ გაწურეთ და ცოტ-ცოტა სვით დღის განმავლობაში