დაუჯერებლად სრულყოფილი ნახატები ყავაზე - ეს აუცილებლად უნდა ნახოთ! - Gemrielia.ge

დაუჯერებლად სრულყოფილი ნახატები ყავაზე - ეს აუცილებლად უნდა ნახოთ!

ყავაზე ხატვის ხელოვნება, ანუ ლატე-არტი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სრულყოფილების მოყვარულმა იაპონელებმა ამ სფეროშიც გამოიჩინეს თავი - კაზუკი იამამოტომ, იაპონელმა ბარისტამ, ლატე-არტი სულ სხვა დონეზე აიყვანა.


ყავის მომზადების ნიჭიერ სპეციალისტს უბრალოდ ლამაზი ნახატები არ აკმაყოფილებდა. რძის ქაფისა და ყავის დახმარებით მან დაუჯერებლად რეალისტური ნახატები შექმნა. კატების პორტრეტებით დამშვენებული ყავა მნახველების აღფრთოვანებას იწვევს.


მხატვარს სახლში სამი კატა ჰყავს, დონგური, მუკი და უუტანი. სწორედ ისინი გამოსახა კაზუკიმ ყავის ქაფზე. მის ნამუშევარში კარგადაა ნაჩვენები ყველა მცირე დეტალი, შუქ-ჩრდილი, კატის თვალების ანარეკლი და წვრილი ულვაშებიც კი. ერთი შეხედვით, მნახველს შესაძლოა რეალური პორტრეტი ეგონოს.