„ხელს უშლის გასუქებას, ამაგრებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებას...“ - აი, რატომ უნდა მიირთვათ ფინიკი - Gemrielia.ge

„ხელს უშლის გასუქებას, ამაგრებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებას...“ - აი, რატომ უნდა მიირთვათ ფინიკი

 

რა სარგებლობა მოაქვს ჩვენში არც თუ პოპულარულ ფინიკს ანუ ინდისხურმას, რა აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს და როგორ ზრუნავს ეს გემრიელი პროდუქტი ჩვენს განწყობაზე, შრომისუნარიანობასა და ჯანმრთელობაზე?  - როგორც მეცნიერებმა ბოლო კვლევებით გაარკვიეს, მხოლოდ ფინიკით კვების შემთხვევაშიც კი ადამიანს 10 თვეზე მეტ ხანს შეუძლია გაძლოს ისე, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ იღელვოს.

 

ეს საოცარი ნაყოფი საგრძნობლად ამაღლებს განწყობას და ამიტომ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიურ რაციონში შედის ფინიკი, არასდროს ემართებათ დეპრესია.
 

ფინიკს აქვს უნარი, ადამიანის ორგანიზმიდან მოკლე დროში გამოდევნოს შლაკები და ტოქსინები. იგი ხელს უშლის გასუქებას, ამაგრებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ამასთან, ფინიკის გემრილ ჩირში დიეტოლოგებმა აღმოაჩინეს ოქსიტოცინი, რომელიც ზრდის დედის რძის რაოდენობას.
 

ადამიანებს, რომლებიც ფინიკს ხშირად მიირთმევენ, აქვთ ჯანმრთელი კბილები და ღრძილები.
ცნობილია, რომ ფინიკს არ ამუშავებენ გოგორდის მჟავით. შესაბამისად, არ არსებობს მისი ორგანიზმში მოხვედრის საფრთხეც.


ასევე იხილეთ ორიგინალური და გემრიელი სალათა ფინიკით და მანდარინით

 

თქვენ რამდენად ხშირად მიირთმევთ ფინიკს?